Digest Logo

დავით მათიკაშვილი: აუქციონი ჩატარდა, იყო გამჭვირვალე პროცესი, გამარჯვებული გამოვლინდა შესაბამისი პირობებით და ეს პირობები თუ არ ვცდები, ტყის შენახვას გულისხმობს

1643382901
უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი

„აუქციონი ჩატარდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იყო გამჭვირვალე პროცესი. შესაბამისი პირობებით მოხდა ამ აუქციონის გამარჯვებულის გამოვლენა და ეს პირობები თუ არ ვცდები ტყის შენახვას გულისხმობს“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომლებიც ბაკურიანში ტყის ნაწილის იჯარით გაცემას აპროტესტებენ.

„ანუ უფრო მეტ დანახარჯს გულისხმობს ტყის სიცოცხლის უნარიანობის გაზრდისთვის. გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი იყო და გაიმარჯვა იმ პირმა, რომელსაც ვალდებულება გადაეცა ამ ტყის მოვლის“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.