Digest Logo

„უკრაინა ნატოში რომ მიეღოთ, ომი არ იქნებოდა“ - ზელენსკი

1652288115
ზელენსკი

„უკრაინა ნატოში რომ მიეღოთ, ომი არ იქნებოდა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის უნივერსიტეტებისა და კოლეჯების სტუდენტებთან ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა. 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეს ცივილიზებულ ქვეყნებს უსაფრთხოდ ცხოვრება და რუსეთისგან დაცულად ყოფნა სურთ.

„რაც შეეხება უკრაინას, სამწუხაროდ, შეცდომაა, რომ ნატომ უკრაინის ადგილი ალიანსში ომამდე ვერ იპოვა.

ვფიქრობ, ნატოში გაწევრიანების გზაზე შვედეთი და ფინეთი უკრაინაში რუსეთის ინტერვენციით არიან მოტივირებული.

რუსეთისთვის ნატოს საკითხი უკრაინაზე თავდასხმის მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზი იყო. ისინი არ გვთვლიან სახელმწიფოდ, არ გვთვლიან ხალხად, ერად. მათ სურთ, რომ 100%-იანი გავლენა ჰქონდეთ ჩვენს სახელმწიფოზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.