Digest Logo

„სოფლის გათავისუფლების შემდეგ კაცმა ფეხი დაკარგა, როდესაც გზიდან ნაღმის მოხსნას ცდილობდა“ - დაუჯერებელი გმირობის ამბავი უკრაინიდან

1652951357
დაუჯერებელი გმირობის ამბავი

სოცქსელის მომხმარებელი - ციური ლაბუჩიძე ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ერთ-ერთი გმირი უკრაინელის ისტორიას იხსენებს.

„ხარკოვის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 63 წლის მამაკაცი, ყოფილი მედესანტე, 70 დღის განმავლობაში აწყობდა დივერსიას რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. ღამით ვასილიმ გაანეიტრალა რუსული საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, ამოიღო ქობინი და ბატარეები მანქანებიდან.

გარდა ამისა, მამაკაცმა მანქანებიდან საწვავი მიწაზე დაღვარა და დამპყრობლების დოკუმენტაციაც კი მოიპარა.

რუსები მთელი ამ ხნის განმავლობაში სოფელში ეძებდნენ დივერსანტთა ჯგუფს, მაგრამ ვასილი ყოველთვის მარტო მოქმედებდა და მასზე ეჭვი არავის ეპარებოდა.

სოფლის გათავისუფლების შემდეგ კაცმა ფეხი დაკარგა, როდესაც გზიდან ნაღმის მოხსნას ცდილობდა. მაგრამ ვასილიმ მაშინვე იპოვა გამოსავალი: თავისი ძაღლის თასმით მან მოახერხა სისხლდენის შეჩერება და მიაღწია უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებთან, რომლებმაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - წერს ციური ლაბუჩიძე.

 

🔘აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵როგორია დიანა ჯოჯუას ცხოვრება ეკრანის მიღმა, რა ქონებას ფლობს ტელეწამყვანის მეუღლე და რაზე ოცნებოდა ბავშვობაში

🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი

🔵სასამართლო პროცესი, მარინა ბერიძის მუქარა - ნინო ჩხეიძის 6 სკანდალი

🔵როგორ დაიწვა ნათია ლაზაშვილის მდიდრული სახლი, სკანდალი ნანუკა ჟორჟოლიანთან და 26 წლის წინ შექმნილი ოჯახი