Digest Logo

შამანთან სამკურნალოდ მისული რუსი მილიარდერი გარდაიცვალა

1652100406
შამანთან სამკურნალოდ მისული რუსი მილიარდერი გომბეშოს შხამით გარდაიცვალა

კომპანია „ლუკოილის“ ყოფილი ტოპ-მენეჯერი, მილიარდერი ალექსანდრ სუბოტინი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. კერძოდ, ბიზნესმენი შამანთან სეანსის შემდეგ დაიღუპა.

ტრაგედია მოსკოვთან ახლოს მიტიშახის რაიონში, ადგილობრივი შამანის  აგუას სახლში მოხდა.

შამანი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში, სეანსებს მსურველებისთვის წლების განმავლობაში მართავენ. მკურნალობენ სხვადასხვა დაავადებებს ეგზოტიკური ცხოველების დახმარებით. კერძოდ, იყენებენ შხამიან გომბეშოს. აკეთებენ ნაკვეთ ჭრილობას ადამიანის სხეულზე, აწვეთებენ გომბეშოს შხამს, რაც იწვევს გულისრევას.

შამანმა რუსი მილიარდერი დაარწმუნა, რომ ღებინების შემდეგ თავს უკეთ იგრძნობდა, საძილე საშუალება მისცა და დააძინა. თუმცა მოხდა პირიქით – მდგომარეობა უეცრად დამძიმდა და ბიზნესმენი გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„რას ედავებიან ზელენსკის „აზოვის“ მებრძოლების ცოლები, დედები, დები?.. რატომ ემუქრებიან „აზოველები"?...“ - რას წერს ხათუნა ხოფერია

🔵არესტოვიჩსა და კიმის მთავარი კონკურენტი გამოუჩნდა - ვინ არის უკრაინის სუსის პრესსპიკერი არტემ დეხტიარენკო?

🔵რატომ მალავს პუტინი შვილებს - პრეზიდენტის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება

წყარო: focus.ua