Digest Logo

„სარდაფებში ვიმალებოდით...“ - რას უყვება ქართველ ჟურნალისტს ახალგაზრდა ქალი, რომელიც ოკუპანტებმა ოჯახის წევრების თვალწინ გააუპატიურეს

1652531076
უკრაინელი ქალი

სუმი, ხარკოვი, მიკოლაევი, ჩერნოგოვი - რუსეთი  უკრაინული ქალაქების სარაკეტო ტერორს განაგრძობს. ფედერაციის საზღვართან ახლოს მდებარე სუმის ოლქს წუხელ კიდევ ორი რაკეტა მოხვდა. სუმში აფეთქებების ხმა იმ დროსაც ისმოდა, როდესაც იქ „კურიერის" გადამღები ჯგუფი შევიდა. წამება, გაუპატიურება, დახვრეტა - რუსების ოკუპაციისგან გათავისუფლებულ დასახლებაში ომის თითქმის ყველა დანაშაულია ჩადენილი.

ეს ისტორიები დღეს „რუსთავი 2"-მა რუსი სამხედროების უშუალო მსხვერპლების და თვითმხილველების მხრიდან მოისმინა.

ოჯახის თვალწინ გაუპატიურებულ სუმელ ქალს რუსული ჯოჯოხეთი ახლა მხოლოდ ფრაგმენტებად ახსოვს. სექსუალური ძალადობა გოგოზე რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ის ერთადერთი არაა, ვინც რუსულ ბომბებს სარდაფში გადაურჩა, თუმცა ვერ გადაურჩა რუსი ჯარისკაცების სისასტიკეს. რუსი ოკუპანტები ახლა ქალაქში აღარ არიან, თუმცა სუმი მათ ვერ ივიწყებს.

აგრესორები ქალაქიდან განდევნეს, თუმცა მათ კვალი სუმში დღემდე რჩება. სუმი უდიდესი ქარხნის დაბომბვის შემდეგ ქიმიური დაბინძურების წერტილად იქცა. საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე 1000-მდე ადამიანი უკვე დაშავდა.

„შუაღამით დაბომბვის ხმა გაღვიძებს და ჩარბიხარ სარდაფში. ფსიქიკა ამ დროს უკვე შერყეული გაქვს. სახლებში შემოდიოდნენ, მე ჩემს ოჯახთან ერთად სარდაფში ვიყავი, ისინი მოვიდნენ, გვიპოვეს სარდაფში. ჩემი ძმაც იქ იყო, ყველა იქ იყო, არ შემიძლია ამის მოყოლა“,- იხსენებს ახალგაზრდა ქალი ცრემლებით.

სუმი ოკუპაციისგან უკრაინელი ხალხის თავდადებამ იხსნა. ისინი ტკივილმა გააძლიერა და ახლა დარწმუნებულები არიან, რომ ქვეყანა კვლავ ფეხზე დადგება, რუსეთი კი, ამ ომში აუცილებლად დამარცხდება.

ის, რაც სუმში ადამიანებმა საკუთარი თვალით ნახეს და საკუთარ თავზე გამოცადეს ომის დანაშაულთა ნუსხაში უკვე ჩაწერილია. 

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„რის მეორე ფრონტზე გაქვთ ლაპარაკი იმ მავნებელ 20%-ს ??? თან პირველები რომ აახვევთ და ჩვენ შეგვახოცავთ“- მალხაზ ჩემია

🔵რუსთავში კორპუსის სახურავზე ცხედარი იპოვეს

🔵„გაუსაძლისი ტკივილები აქვს, ამ ეტაპზე არ შეუძლია საუბარი... წამლებზე დამოკიდებულება უკვე გადალახა“ - უახლესი ინფორმაცია დათის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე