Digest Logo

რუსეთში ფარული მობილიზაცია მიმდინარეობს - კირილ ბუდანოვი

1652422940
ბუდანოვი კირილ

„რუსეთში ფარული მობილიზაცია უკვე დაწყებულია“, - ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა გენერალ-მაიორმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. 

„ვადასტურებ, რომ რუსეთი ახორციელებს ფარულ მობილიზაციას. ეს ორი გზით ხდება: პირველი - ეს არის ფაქტობრივი ქმედებები, რასაც სწორედ ფარული მობილიზაცია ჰქვია და მეორე - რეზერვისტების გამოყენება“, - განაცხადა  დაზვერვის ხელმძღვანელმა.

აგრეთვე დასძინა, რომ მტრის რეზერვისტები მოკლევადიანი კონტრაქტებით ჩართულნი არიან საბრძოლო ოპერაციებში.

მისი თქმით, უკრაინელებმა უკვე დაატყვევეს რამდენიმე ოკუპანტი, რომლებიც იქ სწორედ ასეთი ფორმით ჩაიყვანეს. რუსეთი ვერ ბედავს ღია მობილიზაციის განხორციელებას.

დაზვერვის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ  კრემლს სურს, გაწვევა მოხდეს არა წელიწადში 2-ჯერ, არამედ ნებისმიერ დროს. ასევე, მათ სურთ გაზარდონ პასუხისმგებლობა სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ლამის დაიჩოქა...“ - „ბარსელონას“ მფლობელი მაკა ასათიანით მოიხიბლა - უცნობი ისტორია

🔵VIDEO: როგორ იწყებს დილას 4 შვილის დედა თაკო ტაბატაძე

🔵 „შე­ხე­დე, მსოფ­ლიო!!!! ეს არის ვიდეო, რომელიც მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს... “ - რა კადრებს აქვეყნებს უკრაინის პირველი ლედი