Digest Logo

„რუსეთი არც ისე სუსტია, ვინც ამბობს, რომ ომი მაისში დასრულდება, არასერიოზულია“ - ოლექსი დანილოვი

1652960372
ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ომის დასრულებაზე საუბარი ამ თვეში არასერიოზულია, რადგან რუსეთი არც ისე სუსტია.

„მინდა აღვნიშნო, რომ მე ვარ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, ვისაც ნათლად ესმის, რომ რუსეთი არ არის ისეთი სუსტი, როგორიც ჩვენ გვსურს. ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ ომი მაისში ან ერთ კვირაში დასრულდება, არასერიოზულია. ძალიან რთული და მრავალკომპონენტიანი პროცესია და ჩვენი პარტნიორების დახმარება იარაღით არის საკვანძო მომენტი დღევანდელი სიტუაციის განსაზღვრაში, იმის გათვალისწინებით, თუ რა ვადებში იქნება მოწოდებული. სასწორი ამ მიმართულებით მერყეობს“, - განაცხადა დანილოვმა.

დანილოვმა, ასევე, დასძინა, რომ რუსი ოკუპანტები მხოლოდ ავიაციით აღარ მოქმედებენ.

„აგრესორი უკვე აღარ მოქმედებს მხოლოდ ავიაციით. ისინი იყენებენ წყალქვეშა ნავებს, ფლოტს და ბევრ სხვა სამხედრო კომპონენტს“, - აღნიშნა დანილოვმა.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵როგორია დიანა ჯოჯუას ცხოვრება ეკრანის მიღმა, რა ქონებას ფლობს ტელეწამყვანის მეუღლე და რაზე ოცნებოდა ბავშვობაში

🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი

🔵სასამართლო პროცესი, მარინა ბერიძის მუქარა - ნინო ჩხეიძის 6 სკანდალი

🔵როგორ დაიწვა ნათია ლაზაშვილის მდიდრული სახლი, სკანდალი ნანუკა ჟორჟოლიანთან და 26 წლის წინ შექმნილი ოჯახი