Digest Logo

რუსებმა საომრად პატიმარი ქალების გამოყენება დაიწყეს - უკრაინის გენშტაბი

1675580040
ციხე-საკანი

ოკუპანტები საომრად პატიმარი ქალების რეკრუტირებას ახდენენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

როგორც უწყება წერს, ამ კვირაში, დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან, 50-მდე ქალი წაიყვანეს გამოსასწორებელი კოლონიიდან.

„ცოცხალ ძალაში დანაკარგების შესავსებად მტერი საბრძოლო ქმედებებში მონაწილეობისთვის პატიმარი ქალების ჩართვას ცდილობს. კვირის განმავლობაში ოკუპანტებმა, დაახლოებით, 50 ადამიანის რეკრუტირება მოახდინეს ქალების ციხიდან, რომელიც დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის ქალაქ სნეჟნოეში მდებარეობს. ასევე ცნობილია, რომ მომზადების გასავლელად ისინი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არიან გაგზავნილები“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

ასევე  დაგაინტერესებთ:

🔵„ჩვენ უნიკალური კომპასი გვაქვს შიგნით, რომელმაც ყოველთვის იცის, სად ვეძებოთ ბედნიერება“ - ასტროლოგი 5 თებერვლის სავსემთვარეობაზე

🎥 „ძალიან მიხარია, როდესაც ადამიანები მეფერებიან და სითბოს გამოხატავენ. მაღაზიაშიც გავუჩერებივარ, ჩუმად მიღებდნენ როდესაც ვმღეროდი“ - ნიკოლოზ ხარატი

🔵„როგორ გინდა არ შეიშალო ამის ნახვის შემდეგ? საწყალი დედა ლოკავდა ამ უთავო ლეკვებს და პურს აწვდიდა რომ ეჭამათ“ - შოკის მომგვრელი ამბავი თბილისიდან