
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შვილმა, კატერინა ტიხონოვამ ბავარიის სახელმწიფო ბალეტის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელთან, იგორ ზელენსკისთან ოჯახი შექმნა და ბოლო რამდენიმე წელია მასთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ვაჟნიე ნოვოსტი“ 4 წყაროზე და მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროები ადასტურებენ, რომ კატერინა ტიხონოვა იგორ ზელენსკისთან ერთად ცხოვრობს.
მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე კი ირკვევა, რომ ტიხონოვა მიუნხენში, სადაც იგორ ზელენსკი ცხოვრობს, რამდენიმე წლის განმავლობაში დაახლოებით 50-ჯერ ჩავიდა, 2019 წლის ბოლოს კი საცხოვრებლადაც გადავიდა.
მასალაში ნათქვამია, რომ პუტინის შვილსა და იგორ ზელენსკის საერთო შვილიც ჰყავთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ეცადეთ შეასრულოთ დაგეგმილი საქმეები და არაფერი არ გადადოთ მომავლისთვის“ - მიხეილ ცაგარელი
წყარო: istories.media