Digest Logo

ორი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობისა და ცოლის დაჭრის საქმეზე, თურქეთში 38 წლის კაცი დააკავეს

1653201588
პოლიცია დაკავება

თურქეთში 38 წლის კაცი ორი შვილის მკვლელობისა და მეუღლის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. ის უკრაინის მოქალაქეა, - ინფორმაციას Ukrinform-ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა 21 მაისს, დაახლოებით 08:30 საათზე, სარაიში მოხდა. მოკლული ბავშვებიდან ერთი 4 წლის, მეორე კი 6 წლის იყო.

გამოცემა Newsroom-ი წერს, რომ კაცი 2009 წლიდან 2014 წლამდე მუშაობდა უმაღლეს რადაში, დეპუტატის თანაშემწედ და ორჯერ აირჩიეს ხარკოვის საოლქო საბჭოს დეპუტატად, ხოლო 2015 წელს მუშაობა დაიწყო ხარკოვის საკრებულოში. მედიის ცნობით, ის იყო ფრაქცია „ხარკოვისთვის, აღორძინებისთვის“ წევრი.

წყარო: www.ukrinform.net