Digest Logo

ოლაფ შოლცი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას გამორიცხავს

1675065798
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

ის ფაქტი, რომ ახლახან მივიღეთ გადაწყვეტილება ტანკების გაგზავნის შესახებ და გერმანიაში შემდეგი დებატები იწყება, უბრალოდ არასერიოზულად გამოიყურება, - აღნიშნა შოლცმა გერმანულ გამოცემა Tagesspiegel-თან ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.

მან გამორიცხა უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატო რუსეთთან ომში არ არის ჩაბმული.

„ჩვენ არ დავუშვებთ ასეთ ესკალაციას“, - აღნიშნა შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა დაადასტურა, რომ რეგულარულად ესაუბრება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და ბოლო ზარი მათ შორის 2022 წლის დეკემბერში განხორციელდა. „ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთმანეთთან“, - განაცხადა შოლცმა.

წყარო: www.euronews.com