
მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თანხმობა განაცხადა ფინეთის გაწევრიანებაზე NATO-ში, უნგრეთის მმართველი პარტიის საპარლამენტო ლიდერმა, კოჩიშ მატემ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას უნგრეთის პარლამენტიც მოახდენდა.
„ფრაქცია FIDESZ-ის სახელით გატყობინებთ, რომ გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას. ამ საკითხზე საპარლამენტო ხმის მიცემა 27 მარტს გაიმართება და ჩვენ ერთსულოვნად დავუჭერთ მხარს“, - წერს მატე FACEBOOK-ზე.
როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გააკეთეს, რასაც რამდენიმე თვის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა თურქეთი და რუმინეთი.