
კაცმა მოსკოვში, ფლოტსკაიას ქუჩაზე მდებარე სახლში ჩხუბის დროს შვილი და ყოფილი ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის შესახებ მოსკოვის პროკურატურა იტყობინება.
„45 წლის კაცმა ჩხუბის დროს დანით დაჭრა შვილი, რის შემდეგაც 1980 წელს დაბადებული ყოფილო მეუღლეც დაჭრა. დაჭრის შედეგად მიღებული დაზიანებებისგან ორივე ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“, - აცხადებენ მოსკოვის პროკურატურაში.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მკვლელობის გარემოებების დადგენის, ასევე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ გადაწყვეტილებას მოსკოვის პროკურატურა აკონტროლებს.