Digest Logo

მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა ახალი პლანეტა, რომელიც პოტენციურად სიცოცხლისთვის ვარგისი შეიძლება იყოს

1675523980
პლანეტაპლანეტა

მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის გერმანელ მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა ახალი პლანეტა, რომელიც პოტენციურად სიცოცხლისთვის ვარგისი შეიძლება იყოს.

ეს არის კლდოვანი ეგზოპლანეტა, სახელად Wolf 1069b. ჟურნალ Science Alert-ის თანახმად, ის ჩვენგან 31 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.

მეცნიერთა აზრით, ამ პლანეტის მასა 1,36-ჯერ აღემატება დედამიწის მასას. ის ვარსკვლავის ირგვლივ სრულ ბრუნვას 15,6 დღეში აკეთებს და მასზე 15-ჯერ უფრო ახლოს მდებარეობს, ვიდრე დედამიწა მზესთან.

ამის მიუხედავად, პლანეტა არ არის ცხელი - ის ბრუნავს წითელი ჯუჯის გარშემო, რომელიც მზეზე ბევრად ცივია.

ასტრონომები აღნიშნავენ, რომ Wolf 1069b მერკურის მსგავსია. მეცნიერთა აზრით, იმისათვის, რომ მეტი გავიგოთ Wolf 1069b-ის სიცოცხლისთვის ვარგისიანობის შესახებ, კიდევ ათი წელი უნდა ველოდოთ.

ასევე  დაგაინტერესებთ:

🔵„თავზე გადაალეწა აწყობილი 9-თვიანი პიარი უკრაინის კორუმპირებულ ხელისუფლებას და გონებაშეზღუდულ სექტანტებს“ - ბონდო მძინარაშვილი

🔵„მადლობა ორმოცწლიანი მეგობრობისათვის, ნიჭისთვის, იუმორისთვის. თქვენი მოსწრებული ფრაზები თაობებს გადაეცემა“ - თავისუფალი თეატრი

🔵„ახლა ვესწრებოდი ჩემი შვილის მშობიარობას და ეს ყველაზე დიდი სასწაულია, რაც კი ოდესმე გამიაზრებია...“ - თემო შენგელაია მამა გახდა

წყარო: www.newposts.ge