Digest Logo

ესტონეთმა რუსეთის პატრიარქს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

1686318779
 რუსეთის პატრიარქი

ესტონეთის ხელისუფლებამ 58 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, მათ შორის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ლიდერ კირილს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სიაში შემავალ ყველა პირს აეკრძალა ესტონეთში შესვლა, რადგან ისინი მონაწილეობდნენ ან „წვლილი შეიტანეს“ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში. 

„პატრიარქი კირილი არის პუტინის იდეოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროპაგანდისტი და გამავრცელებელი. დრო იყო ის შავ სიაში შესულიყო. მან გაამართლა რუსეთის შეჭრა უკრაინაში და დაიცვა პუტინის პოზიციები“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან დასძინა, რომ ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში, ასეთებს ვერ მიესალმებიან ესტონეთში.

„მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, შემოიღონ აკრძალვა რუსეთის სასტიკი დანაშაულების მხარდამჭერთა და ჩამდენთა შემოსვლაზე“, - განაცხადა მინისტრმა. 

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „რა სიცოცხლე ხარ და ნეტარება“ - პატარა ანნა სულაბერიძე ამღერდა

🔵🎥 ატირებული სასიძო - ემოციური კადრები რუსკა ქარქაშაძის ქორწილიდან

🔵„მამამისი ამ ყველაფერს თვალცრემლიანი უყურებდა...“ - ამბავი ნეაპოლის აეროპორტიდან, საიდანაც ხვიჩა კვარაცხელია ოჯახთან ერთად თბილისში ბრუნდებოდა