
როგორც მოგეხსენებათ, დიდია ალბათობა იმისა, რომ ლუჩანო სპალეტი ამ ზაფხულს „ნაპოლის“ დატოვებს, გუნდი კი მის შემცვლელს აქტიურად ეძებს.
იტალიელის შემცვლელად არაერთი კანდიდატი დასახელდა, გამოცემა Rebubblica აურელიო დე ლაურენტისის ახალი გეგმების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც იწერება, ნეაპოლელთა პრეზიდენტს გუნდის ახალ თავკაცად უსამსახუროდ დარჩენილ, ზინედინ ზიდანს მოიაზრებს, მან ფრანგული "პსჟ" არაერთხელ გაისტუმრა უარით და არსებობს შანსი იმისა, რომ ზიზუმ კვარა გაწვრთნას.
სპალეტის, შესაძლო შემცვლელთა შორის ბევრი სახელდება, თუმცა ყველაზე აქტიურად ვინჩენცო იტალიანოსა და კრისტოფერ გალტიეს შესახებ იწერება.
ამავე თემაზე:
წყარო: footballnews.ge