
ბოლო დღეებში რუსეთის თავდაცვის ხაზების გარღვევის პირველი მცდელობისას უკრაინულმა ძალებმა მძიმე ტექნიკისა და ჯარისკაცების დანაკარგები განიცადეს, ვინაიდან რუსეთის ძალების მხრიდან მოსალოდნელზე მეტ წინააღმდეგობას წააწყდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანია CNN აღნიშნავს, რომ აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა დანაკარგებს მნიშვნელოვანი უწოდა.
CNN წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა მოახერხეს აღმოსავლეთით [ბახმუტის რაიონში] რუსული ძალების ნაწილის განდევნა, თუმცა, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით, ყუმბარმტყორცნებითა და ნაღმტყორცნებით შეიარაღებული რუსები მტკიცე წინააღმდეგობას უწევენ.
ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დანაკარგები გავლენას არ მოახდენს უკრაინის უფრო ფართო კონტრშეტევაზე.
წყარო: edition.cnn.com