
გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დეპუტატის მანდატს ტოვებს.
როგორც BBC წერს, ამის მიზეზი ე.წ. Partygate-ის საქმეზე საპარლამენტო კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიშია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს, ქვეყანაში გამოცხადებული „ლოქდაუნის“ პირობებში, წვეულების გამართვას შეეხებოდა.
ბორის ჯონსონმა გააკრიტიკა თემთა პალატის კომიტეტის გამოძიება - ცნობილი, როგორც Partygate- და აღნიშნა, რომ გამოძიების მიზანი მისი პარლამენტიდან გაძევება იყო.
2021 წლის ბოლოს ბრიტანულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა დაუნინგ სტრიტზე გამართულ წვეულებებზე, რომელიც მკაცრი ლოკდაუნის პირობებში ჩატარდა. თავიდან ჯონსონმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, მაგრამ შემდეგ იძულებული გახდა ეღიარებინა.
ასევე დაგაინტერესებთ: