
საბერძნეთის პოლიცია ბერძნული მაფიის ლიდერის, 55 წლის, იანნის სკაფტუროსის მკვლელობისთვის ქართველ ეჭვმიტანილს ეძებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიცია მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით მივიდა დასკვნამდე, რომ ოთხი თავდამსხმელიდან ერთ-ერთი ეროვნებით ქართველია.
ბერძნული მაფიის ლიდერი საკუთარ აგარაკზე ათენის ჩრდილო-დასავლეთით აღდგომის წინა დღეს მოკლეს. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.
წყარო: www.kathimerini.gr