Digest Logo

4 წლის ალისამ, რომელიც ოკუპანტებმა დედას დააშორეს, ნათესავები იპოვა

1652355283
4 წლის ალისა

4 წლის ალისა, რომელიც ოკუპანტებმა „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუაციის დროს დედას დააშორეს, ახლა ნათესავებთან არის. გოგონა დროებით ზაპოროჟიეში იმყოფებოდა ბაბუასთან ერთად, სადაც შემდეგ მისი ნათესავი ჩავიდა. ახლა ალისა თავის ბიძასთან ერთად უკრაინის უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფება. მალე გოგონასთან ბებიაც ჩამოვა პოლონეთიდან. პატარა ალისა მისი მეურვეობის ქვეშ იქნება, როგორც ბავშვი, რომელიც ომის პირობებში მშობლების მეურვეობის გარეშე დარჩა.

ცნობა გოგონას შესახებ ზაპოროჟიეს რაიონის ბავშვთა საქმეების სამსახურის ხელმძღვანელმა, ანტონინა მატვეევამ გაავრცელა. მან აღნიშნა, რომ ალისას დაბადების მოწმობის დუბლიკატიც დამზადდა.

„გოგონა, ზაპოროჟიეს საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაეცა მის ბაბუას. ჩატარდა ვიდეოკონფერენცია მის ბებიასთან, რომელიც გოგონამ იცნო. ბებია ამჟამად პოლონეთში იმყოფება. გაფორმდა საბუთები, მიღებულია გოგონას დაბადების მოწმობის დუბლიკატი“, – განაცხადა ანტონინა მატვეევამ.

აღსანიშნავია, რომ ეს 36-ე შემთხვევაა, როდესაც 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვნები მშობლების გარეშე მიდიოდნენ ევაკუაციის დროს ზაპოროჟიეში.

ალისამ რამდენიმე დღის წინა „აზოვსტალის“ თავშესაფრიდან სულის შემძვრელი ვიდეომიმართვა გაავრცელა. გოგონა რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქიდან ევაკუაციას ითხოვდა.

„ჩემს სახლში მინდა და მინდა, მოკითხვა გადავცე ბებია სვეტას“ , – ამბობდა გოგონა ვიდეომიმართვაში.

როგორც ცნობილია, ალისას დედა რუსებმა ფილტრაციის ბანაკში გადაიყვანეს. გოგონა კი ზაპოროჟიეში 9 მაისს ჩავიდა, სხვა ევაკუირებულებთან ერთად.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ლამის დაიჩოქა...“ - „ბარსელონას“ მფლობელი მაკა ასათიანით მოიხიბლა - უცნობი ისტორია

🔵VIDEO: როგორ იწყებს დილას 4 შვილის დედა თაკო ტაბატაძე

🔵 „შე­ხე­დე, მსოფ­ლიო!!!! ეს არის ვიდეო, რომელიც მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს... “ - რა კადრებს აქვეყნებს უკრაინის პირველი ლედი

🔵რა ელოდება პუტინს ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებით? - ამბავი უკანასკნელი იმპერიის მმართველზე

წყარო: kvira.ge