Digest Logo

რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები პატარების აზრით?

1602073313
ბავშვი და წიგნი

უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, თუ რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები.... თუმცა პატარებს წიგნების სიყვარულის საკუთარი მიზეზები აქვთ.

გაიცანით და მოუსმინეთ: 8 წლის მია მედოიძეს, 8 წლის თათული ქიტუაშვილსა და 12 წლის ნატალია ახსიაშვილს. ამ წიგნის მოყვარულ გოგონებს სიყვარულის საკუთარი მიზეზები აქვთ:

მიაკო მედოიძე, 8 წლის:

miako-medoidze_o_h.jpeg


წიგნები ისე მიყვარს, ვგიჟდები! ბებოს ყოველ საღამოს ვთხოვ, რომ წამიკითხოს. ბავშვმა წიგნები უნდა იკითხოს, რომ განვითარდეს. საქართველოს ისტორია მიყვარს და მეფე მირიანზე უკვე წავიკითხე. როცა დედიკოს საშუალება აქვს, წიგნებს ხშირად მჩუქნის. მე კი კარგი სწავლით ვახარებ.

თათული ქიტუაშვილი, 8 წლის:

tatuli-kituashvili_o_h.jpeg

სკოლა ძალიან მომწონს. წიგნების კითხვა ისე მიყვარს, გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, სანამ დედიკო სახლში წამიყვანს, სულ ვკითხულობ, რომ განათლებული გავიზარდო და ჟურნალისტი გამოვიდე.

ნატალია ახსიაშვილი, 10 წლის:

natalia-aghshiashvili_o_h.jpeg

სწავლა და კითხვა ძალიან მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით მათემატიკა და ხატვა მიტაცებს. წიგნების კითხვას დროს იმიტომ ვუთმობ, რომ მინდა წარმატებული გოგო ვიყო.