1680330840
„ქართველი ბიჭის სულის
შემძვრელი ცეკვა“...
„და-ძმის შესრულებული
ლეზგინკა, ცრემლის გარეშე
ვიდეოს ვერ უყურებთ“...
„მეგობრების მიერ
შესრულებული ლეზგინკა
სულს აგიწიოკებთ“... - ეს იმ
არასრული ფრაზების
ჩამონათვალია, რასაც
სოციალური ქსელის
მომხმარებელი ცეკვების
ვიდეოს აღწერაში
კითხულობს. ასეთი ფრაზები
განსაკუთრებით უხდება
ცეკვა „ლეზგინკას“, რასაც
მოქალაქეები ხშირად
ცეკვავენ მეტრო
სადგურების წინ. ცეკვისას
მნიშვნელოვანი დეტალია
მოცეკვავემ ირგვლივ
შემოიკრიბოს ხალხი და
ცენტრში მოქცეულმა
შემსრულებლებმა ერთმანეთი
ჩაანაცვლონ, უკეთეს
შემთხვევაში
შემოკრებილთაგან ერთ-ერთი
გამოიცეკვოს. როგორც
ცნობილია, საქართველოს
საკანონმდებლო ორგანოში
განსახილველად შევიდა
კანონპროექტი, რომლის
მიხედვითაც მეტროს წინ
ლეზგინკის ცეკვა კანონით
დაისჯება. კანონპროექტის
ინიციატორი კულტურის
სამინისტროა. მინისტრის -
თეა წულუკიანის
განცხადებით, მეტროს წინ
ლეზგინკის ცეკვა კიდევ
უფრო გაართულებს
მოქალაქეების
საზოგადოებრივი
ტრანსპორტით
გადაადგილების პროცესს და
დედაქალაქში სრული
კოლაფსი იქნება.
იხილე მეტი