
„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვირა, კარგი კვირა. აი, ცუდი იქნება მომდევნო კვირა, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის. იცით, რომ 4-ში გვქონდა სავსემთვარეობა, ამიტომ ზოგი მოთენთილი იყო, ზოგს თავის სტკიოდა. ამინდი იქნება არამდგრადი, რაზედაც მეტეოდამოკიდებული ადამიანები ძალიან რეაგირებენ, მოქმედებს ხასიათზე, მოქმედებს წნევაზე და განწყობაზე“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „დაიჯესტს“ განუცხადა.
ასტროლოგი თქმით, მიმდინარე კვირაში 5 გეომაგნიტური დღეა.
„ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა გეომაგნიტური დღეა, ამიტომ თუ გვყავს ხანდაზმულები განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, გულ-სისხლძარღვთა და წნევის მქონე პირებს, რომ დროული ჩარევა მოხდეს და რამე პრობლემებმა არ იჩინოს თავი.
კვირის პირველი ნახევარი უკეთესია, ამიტომ შემდეგ კვირას სჯობია ეს კვირა, მოლაპარაკებების და ახალი იდეების დაწყების კუთხით.
ორი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება მიმდინარე კვირას:
პირველი: სიყვარულის მმართველი პლანეტა ვენერა, ლომის ნიშანში გადადის და იქ რჩება დიდ ხანს, რას ნიშნავს ახლა ეს? ერთი მხრივ კარგია, მეორეს მხრივ შეიქმნება პრობლემები პარტნიორულ ურთიერთობებში, რადგან მოიმატებს ეგოიზმი და პრეტენზიულობა. მოიმატებს დიქტატორული ტენდენციები.
მეორე: პლანეტა მერკური, გონებისა და ინტელექტის მმართველი, კვირას გადაინაცვლებს 27 ივლისამდე ტყუპების ზოდიაქოში. გააძლიერებს ადამიანებში გონებამახვილობის უნარს, უცხო ენების ათვისებას შეუწყობს ხელს, ასევე ცნობისმოყვარეობას, ეს ყველაფერი პოზიტივია... მაგრამ აქვე გააძლიერებს სულსწრაფობას, მერყეობას და გადაწყვეტილების მიუღებლობას. დროული არჩევანის ვერ გაკეთებას, ზოგჯერ ტყუილებისადმი მიდრეკილებას. მთლიანობაში კვირა სასიკეთოა“,- განაცხადა ცაგარელმა.
🔵 ასევე დაგაინტერესებთ: