Digest Logo

„წლის განმავლობაში არსებობს 4 ძალზე მნიშვნელოვანი დღე, ეს არაა მხოლოდ უბრალოდ ცვლილებების დრო...“ - ხათუნა ნოელის რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს

1695100654
ხათუნა ნოელი

შემოდგომის ბუნიობა წელს 23 სექტემბერს დილის 10:49-ზე დგება. ამ მომენტში მზე ტოვებს ქალწულის ზოდიაქოს და სასწორის ნიშანში გადადის, სადაც ერთი თვის განმავლობაში დარჩება. რა ტენდენციებს გააქტიურებს ეს და რა ცვლილებებს მოუტანს ის ზოდიაქოს ცალკეულ ნიშნებს?

აღნიშნულ მოვლენაზე ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

„წლის განმავლობაში არსებობს 4 ძალზე მნიშვნელოვანი დღე - გაზაფხულის და შემოდგომის ბუნიაობები და ზამთრისა და ზაფხულის მზებუდობები.

შემოდგომის ბუნიობა წელს 23 სექტემბერს დილის 10:49-ზე დგება. ამ მომენტში მზე ტოვებს ქალწულის ზოდიაქოს და სასწორის ნიშანში გადადის.

ბუნიაობის დროს დღე და ღამე ზუსტად ერთმანეთის ტოლია. ნათელი და ბნელი ერთნაირი '' წონისაა'' და საით გადავხრით ისარს, დიდად არის დამოკიდებული ჩვენს შინაგან ზრახვებზე. მაგრამ... ეს არაა მხოლოდ/ უბრალოდ ცვლილებების დრო.

ეს ასევე არის ქალური ენერგიების გაღვიძების წერტილი.

ამიტომ ჩვენთვის, სუსტი სქესის წარმომადგენლებისათვის, შემოდგომის ბუნიაობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“,- წერს ხათუნა ნოელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „იგი ზოდიაქოს ერთადერთი ნიშანია, რომელიც გრძნობს სიკვდილის სურნელს. არასოდეს არ უნდა მოატყუოთ“ - კვირის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

🔵 „ესაა ოცნების და სურვილების ჩაფიქრების დღე, რადგან თქვენი ოცნება მიდის კოსმიურ ნათელ ძალებთან“- მიხეილ ცაგარელი სექტემბრის უმნიშვნელოვანეს თარიღს ასახელებს 

🔵 რა ასტროლოგიური პროცესები ხდება 14 და 28 ოქტომბერს? და რომელი ზოდიაქოს ნიშნებს შეეხებათ ეს ცვლილებები?