Digest Logo

სიყვარულში უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები

1643362017
წყვილი

არიან ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც სიყვარულში ხშირად არ უმართლებთ. ნებისმიერ სასიყვარულო ურთიერთობაშია აღმაფრენები და ვარდნები, მაგრამ როდესაც წარუმატებლობას ასევე წარუმატებლობა ცვლის, ამ დროს ზომების მიღებაა საჭირო.

ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენლებს უჭირთ ჰარმონიული და მტკიცე ურთიერთობების აგება.

თუ თქვენს თავს აღმოაჩენს ამ ნიშნებს შორის, ცხვირს ნუ ჩამოუშვებთ, არამედ გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები, გააანალიზეთ საკუთარი შეცდომები და მათ გამოსწორებაზე იზრუნეთ. საკმარისია, ურთიერთობების მიმართ თქვენი დამოკიდებულება შეცვალოთ და ბედნიერება მალე თქვენს კარზეც დააკაკუნებს.

კირჩხიბი
კირჩხიბები უზარმაზარ იმედებს ამყარებენ უკვე პირველივე პაემანზე. ეს ადამიანს აფრთხობს. ბევრი დროის დაკარგვას სისულელეებზე კირჩხიბები არ აპირებენ, ჩქარობენ ოჯახის შექმნას, მაგრამ ბედნიერების დევნაში ღრმა დეპრესიას, იმედგაცრუებასა და წარუმატებლობას იღებენ. ამას გარდა, სიყვარულში კირჩხიბები ყველა პრობლემას „ერთ კალათში“ ათავსებენ. ეს მათი ბრალი არ არის, მათ ხომ უჭირთ ემოციების მართვა. მათთვის რაღაც „შუაში“ არ არსებობს, მთელი სამყარო იყოფა კარგზე და ცუდზე.

ამ მიზეზის გამო სირთულეები ურთიერთობებში განხეთქილებას იწვევს. კირჩხიბებს დაშორების შემდეგ დიდი ხანი სჭირდებათ, რომ მდგომარეობიდან გამოვიდნენ და პარტნიორის ნდობა ისწავლონ. ასტროლოგები მათ ურჩევენ, მოძებნონ ისეთი ადამიანი, რომელსაც ღრმა გრძნობებისა და ემოციების განცდა და გაზიარება შეუძლია, მაშინ იღბალი აუცილებლად ეწვევა კირჩხიბებს.

ქალწული

ქალწული ზოდიაქოს ნიშნებს შორის არცთუ ემოციური ნიშანია, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ამ ნიშნის წარმომადგენლებს, რომ ჰარმონიული ურთიერთობები ააწყონ. ასტროლოგების თქმით, ქალწულები საკმაოდ პერსპექტიული არიან სიყვარულში, მაგრამ მათ დამოკიდებულებას გრძნობების მიმართ ორი ასპექტი აქვს.

ჯერ ერთი, ბუნებით ისინი მონოგამიური არიან და ხმაურიანი განხეთქილების შემდეგ ვინმეს შეყვარება უჭირთ. მეორეც, ისინი იღბალს არ დაგიდევენ, ვარდებიან გულგრილობაში, გარკვეულად განცალკევდებიან ხოლმე. ეს პარტნიორს აფრთხობს მიუხედავად ქალწულის მიმზიდველობის, მომხიბვლელობისა და ნიჭიერებისა.

თხის რქა

სატურნის მიერ მართული თხის რქები ძალზე სერიოზული და პასუხისმგებლობიანი ადამიანები არიან, რის გამოც ხშირად აქვთ გული გატეხილი. ისინი ყველანაირად წარმოადგენენ დამოუკიდებლობას, სიმტკიცეს, თავიანთ წარმატებებს. ეს, სამწუხაროდ, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მათ არანაირი მეგზური ცხოვრებაში არ სჭირდებათ. მათი ურთიერთობები წარმატებული შეიძლება იყოს, მაგრამ ამისთვის მათ უნდა აჩვენონ თავიანთი დაინტერესება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას

🔵„ბევრი ადამიანი გაგიჟდება და მოკვდება ამისგან“ - რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ვანგას წინასწარმეტყველებით? - დაუჯერებელი დამთხვევები და ფაქტები

🔵„კოვიდი არ არის ყველაზე საშინელი რამ...“ - როგორ ხედავს 2022 წელს 15 წლის ნათელმხილველი ბიჭუნა, რომელმაც პანდემია იწინასწარმეტყველა

🔵რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს

🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას