Digest Logo

„სასიკეთო დღეა კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ანტიკვარული და ძვირფასი ნივთების შესაძენად“ - მიხეილ ცაგარელი

1651989549
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

თავი შეიკავეთ ეგოიზმისა და ზედმეტი პრეტენზიების გამოთქმისგან. არ ღირს არაფრის დაგეგმვა, უმჯობესია მიჰყვეთ დინებას და იმოქმედოთ სიტუაციის შესაბამისად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ანტიკვარული და ძვირფასი ნივთების შესაძენად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი თაფლით. მოერიდეთ სიმძიმის აწევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ქარვა, სერდოლიკი, სარდიონი და ბრილიანტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, ქალწულს, თხის რქას და თევზებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵8-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, მეუღლე და შვილები - ნიკოლოზ წულუკიძის პირადი

🔵„ერთი რამ მინდა დაიმახსოვროთ - არასოდეს მოგცემთ ჩემი გაბრაზებით, ან ცუდად ყოფნით გამოწვეული სიხარულის საბაბს...“ - რას წერს დავით ოქიტაშვილი

🔵„ბავშვი სასწაულებრივად აგრძელებს სიცოცხლისთვის ბრძოლას, თუმცა გზა საკმაოდ ხანგრძლივი და რთულია“ - ახალი ინფორმაცია დათიზე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს

წყარო: fortuna.ge