Digest Logo

„მაისის თვე არ იქნება მშვიდი...“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

1652356566
დღის პროგნოზი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს. მისი პროგნოზით მაისში ნეგატიური მოვლენების მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი. ცაგარელი ამბობს რომ თვის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოთ, მაისის მეორე ნახევრიდან ვითარება გაუმჯობესდება.

„მაისის თვე მშვიდი და ერთგვაროვანი არ იქნება. მზისა და პლანეტა ურანის შეერთება კუროს ზოდიაქოში, ტყუპების ნიშანში უკუმიმართულებით მოძრავ რეტროგრადულ მერკურისთან ერთად, სერიოზულ წინააღმდეგობებს წარმოქმნის. სიტუაციას დაამძიმებს პლანეტა მარსის დესტრუქციული ენერგიებიც. მით უმეტეს, რომ თვე დაიწყება კუროს ზოდიაქოში მზის დაბნელებით, რასაც მოჰყვება 16 მაისს მთვარის დაბნელებაც. ამიტომ, დაბნელებების ამ კორიდორში სასურველია, არ დაიგეგმოს არაფერი სერიოზული და ყველა მნიშვნელოვანი საქმის განხორციელება გადაიდოს თვის მეორე ნახევრისთვის. განსაკუთრებულად სახიფათო და არასასიკეთო ტენდენციებია მოსალოდნელი 5-16 მაისის დროის მონაკვეთში, სადაც დამანგრეველი ენერგიების ნეგატიური ზემოქმედება თვის პიკს 8-13 მაისის პერიოდში მიაღწევს.

ამ დაძაბულ დღეებში მოიმატებს კატასტროფების, სტიქიური მოვლენების, ავარიებისა და ხანძრების რიცხვი. სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლების მიერ დაშვებული სავალალო შეცდომები, უსაფრთხოების წესების იგნორირება და გულგრილობა შესაძლოა, ფატალური შეცდომების მიზეზი გახდეს და დიდი უსიამოვნებები გამოიწვიოს. უკიდურესად სახიფათო სიტუაციები შეიძლება განვითარდეს დიდი ნავთობ და გაზის კომპანიების ტერიტორიებზე, არ არის გამორიცხული ავარიები და ტექნოგენური კატასტროფები“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵იყავი გამბედავი, პირდაპირი და შემტევი - ვისი იღბლიანობა გაიზრდება დღეიდან ოქტომბრის ბოლომდე?

🔵„ჩემი ცხოვრების, სიცოცხლის და ორგანიზმის ნახევარი მტკივა“ - დათის ძმის ემოციური პოსტი

🔵„უფალს მხო­ლოდ რჩე­უ­ლე­ბი მიჰ­ყავს“ - დიდი ტრაგედია ქართველი პოლიტიკოსის ოჯახში

წყარო: tbiliselebi.ge