Digest Logo

„ქურდული ჰოროსკოპი" - რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადნენ „კანონიერი ქურდები“?

1620471600
კრიმინალური ავტორიტეტები

ასტროლოგები ადამიანების ცხოვრების გზის არჩევანს, მასზე პლანეტების გავლენით ხსნიან. ისინი ამბობენ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების დროს ადამიანებზე მათი ზოდიაქოს ნიშანი ახდენს გავლენას. 

მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი პირად რუკას, გენეტიკას, სოციალურ გარემოს და პერიოდს უკავშირდება „დაიჯესტმა“ გადაწყვიტა გაერკვია, თუ რომელი ნიშნის ქვეშ დაიბადნენ ყველაზე ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდები და ხასიათის რა შტრიხები აქვთ ყველაზე აქტიურად განვითარებული.

მაშ ასე:

კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი 1952 წლის 2 ივნისს ტყიბულში დაიბადა - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ის ტყუპებია.

ტყუპი ინტელექტუალური ნიშანია. მისი მთავარი მახასიათებლები კომუნიკაბელურობა, გამჭრიახობა, ამბიციურობა, თავისუფლების სიყვარული და მუდმივი მოძრაობაა. როგორც ამბობენ, ტყუპებს ფულის შეგროვებაზე მეტად მისი ხარჯვა სიამოვნებთ (თუმცა ონიანის სახლს ეს არ ეტყობა), არ იტოვებენ გულში ბოღმას და საოცრად თავისუფლად გრძნობენ თავს.

tariel-oniani_o_h.jpeg

ეროვნებით იეზიდი შაქრო კალაშოვი თბილისში 1953 წლის 20 მარტს დაიბადა - კალაშოვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით თევზებია.

ასტროლოგები თევზებს მეოცნებე, კაშკაშა, მგრძნობიარე, საკუთარ ილუზიებში მცხოვრებ ტიპებად ახასიათებენ. ამბობენ, რომ ისინი ხშირად ინტუიციით მოქმედებენ. უყვართ ყველაფერი ლამაზი, ერკვევიან მოდაში, ხელოვნებას დახვეწილად აღიქვამენ. არიან კეთილები და იშვიათი გამონაკლისის გარდა ყველასთან ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ.

shakaro-kalashovi_o_h.jpeg

ლაშა შუშანაშვილი რუსთავში 1961 წლის 25 ივლისს დაიბადა - შუშანაშვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით კირჩხიბი გამოდის.

კირჩხიბს ზოდიაქოს ყველაზე მგრძნობიარე ნიშანს უწოდებენ, ამბობენ, რომ მას ძლიერი ინტუიცია გააჩნია. აფასებს კომფორტს, ფუფუნებას. ხშირად ეცვლება ხასიათი. უყვარს ტრადიციები, არის ქველმოქმედი და შეუძლია თანაგრძნობის გამოხატვა.

lasha-shushanashvili_o_h.jpeg

დედ ჰასანი ჰასან უსოიანი 1937 წლის 27 თებერვალს თბილისში დაიბადა - ის თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა დაბადებული.

ისევ თევზები. როგორც ზემოთ ერთხელ უკვე აღვნიშნეთ, თევზები ჰარმონიული, ინტუიციური და კეთილი ნიშანია.

ded-hasani_o_h.jpeg