Digest Logo

„გეტყვით, თუ რა მაგიური რიტუალის ჩატარება შეგიძლიათ ამ დღეს“ - ხათუნა ნოელი 23 სექტემბრის მისტიკურ დღეზე

1663873740
ხათუნა ნოელი

ასტრონომიული და კალენდარული დრო არ არის იდენტური. ეს იმიტომ ხდება, რომ წელი ყოველთვის ოდნავ აღემატება 365 დღეს. სწორედ ამ მიზეზით, შემოდგომის ბუნიობის მისტიკური დღე სექტემბრის სხვადასხვა თარიღში შეიძლება მოხვდეს, 1-2 დღის მონაცვლეობით. არსებობს ორი ბუნიობა - გაზაფხულისა და შემოდგომის.

ამ დღეს დღე და ღამე თანაბრდება.

შემოდგომის ბუნიობის დაწყების ზუსტი დრო 2022 წელს შემოდგომის ბუნიობა კოსმოსური სტანდარტებით ფაქტობრივად, შემოდგომის დასაწყისია. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ვარსკვლავი მზე უბრალოდ კვეთს ეკვატორის ხაზს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. ეს გავლენას ახდენს დღის  ხანგრძლივობაზე: დღე მცირდება, ღამე კი თანდათან იზრდება.

ზოგჯერ ბუნიობა დგება 21 ან 22 სექტემბერს, მაგრამ 2022 წელს მას 23-ში შევხვდებით. დაწყების ზუსტი დროა თბილისის დროით 05:03.

აღნიშნულთან დაკავშირებით ასტროლოგი ხათუნა ნოელი საზოგადოებას ასწავლის, თუ რა რიტუალები უნდა ჩატარდეს ამ დღეს.

„მზე ბოლო დღეებს ითვლის ქალწულის ზოდიაქოში, 23 სექტემბრიდან კი უკვე ზაფხულს საბოლოოდ დავემშვიდობებით და ნამდვილ შემოდგომას შევეგებებით. ამ დღეს ჩვენი მნათობი სასწორის ნიშანში გადაბრძანდება. რასაც პირველ რიგში მზით სასწორებს ვულოცავ!! კარგი პერიოდი დგება აგრეთვე ჰაერის და ცეცხლის ნიშნებისთვისაც.

თუმცა ამ დღეს კიდევ ერთი, არანაკლები მნიშვნელობის მოვლენა გვაქვს - შემოდგომის ბუნიობის სახით. ეს არის დრო, როდესაც ნათელი და ბნელი თანაბარი რაოდენობითაა განაწილებული სამყაროში. ანუ მომენტი, როდესაც დღე და ღამე ერთმანეთის ტოლია თავისი ხანგრძლივობით. ამის შემდეგ დღის სინათლე თანდათანობით იკლებს, ვიდრე 22 დეკემბერს თავის მინიმუმს მიაღწევდეს.

ბუნიობის დღეები თითქმის ყველა ხალხში უკავშირდებოდა მისტიკას და დღესასწაულად ითვლებოდა. განსაკუთრებული რიტუალებით აღნიშნავდნენ მას კელტები და დრუიდები, ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით ცნობილი სთოუნჰენჯის მეგალითები სწორედ ბუნიობის დღესასწაულს ეძღვნება. მაიას ტომის ერთ-ერთი პირამიდა, რომელიც ფრთოსანი გველის სახელწოდებითაა ცნობილი, ასევე ბუნიობის დღესასწაულს უკავშირდება, მისი საფეხურებრივი კედლები ისეა აგებული, რომ სწორედ ამ დღეებში მზე მათზე გასაოცარ სილუეტებს ქმნის... გასაკვირი ალბათ არც ის უნდა იყოს, რომ ამომავალი მზის ქვეყნად წოდებულ იაპონიაში, ეს დღე დღემდე ოფიციალურ დღესასწაულად ითვლება..

და რადგან რიტუალები ვახსენეთ, გეტყვით, თუ რა მაგიური რიტუალის ჩატარება შეგიძლიათ ამ დღეს.  
გვიან ღამით, ვიდრე 23 სექტემბერი დადგებოდეს, 23:45-იდან 00:15 -ის ჩათვლით, ჯერ ვაკეთებთ ნახევარსაათიან წმენდის პრაქტიკას.

შევდივართ მედიტაციურ მდგომარეობაში ნელა, თანდათან. წარმოვიდგენთ, როგორ სუფთავდება დაგროვილი ნეგატივისაგან ორგანიზმი ყველა ჩაკრის გავლით, პირველიდან მეშვიდემდე, ნათელი სხივის მეშვეობით. შემდეგ წარმოსახვაში სინათლის მეშვეობით ასუფთავებთ თქვენს გარშემო არსებულ ტერიტორიას, თანდათან აფართოვებთ არეალს და წმენდთ იმდენს, რამდენზეც ეს ნახევარი საათი გეყოფათ. მხოლოდ ამის შემდგომ შეგიძლიათ გადახვიდეთ სურვილების ჩაფიქრებაზე .

შეგიძლიათ ჩაუთქვათ სურვილი პირად/ რომანტიულ ურთიერთობებზე, მათ შორის შერიგებაზეც.

საზოგადოებაში საკუთარი ავტორიტეტის და პრესტიჟის გამყარების, პოპულარობის მოხვეჭისათვის.
მე კი ყველას წარმატებებს გისურვეთ!!! იყავით ბედნიერები და შეყვარებულები, სახელგანთქმულები და დაფასებულნი!!!“, - წერს ხათუნა ნოელი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „უფრო დამოუკიდებელი გავხდი, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია შესაცვლელი“ - დოკუმენტური ფილმი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

🔵„სიურპრიზად მივიყვანე უკვე გამზადებულ ბინაში და ეს ცალკე შოკი იყო. შრომა დასჭირდა, დიდია ტერასული აივნებით“ - როგორ გამოიყურება ნოდიკო ტატიშვილის სახლი (ფოტო)

🔵„საქართველოს ბანკის საქმეზე დაკავებული, მისივე განმარტებით, პოლიციელების მიერ ნაცემია“ - ადვოკატი ლევან ჭელიძე