Digest Logo

„განსაკუთრებული წელი მოდის, იდეალური პერიოდია დაოჯახებისთვის, ახალი სამსახურისთვის, წარმატებისთვის და კარიერისთვის“ - 2023 წლის ფავორიტი ნიშნები

1669700983
ახალი წელი - კურდღლის წელი

როგორი იქნება 2023 წელი ცეცხლის ნიშნებისთვის - ამის შესახებ ასტროლოგმა ანზორ ოდიშარიამ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, წელი საკმაოდ ენერგიული, ჩქარი, იმპულსური და აქტიურია და ზუსტად ცეცხლის ნიშნებისთვის არის იდეალური.

„განსაკუთრებით ვერძებისთვის არის წარმატებული ეს წელი, თავისი ნატურიდან გამომდინარე. ასეთი ძლიერი პლანეტარული პერიოდი, როგორიც შემდეგ წელს მოდის, არ მახსოვს, რომ ვერძს ჰქონოდეს. ამიტომ გამოიყენეთ დასაგეგმად, მისაღწევად და სურვილების ასასრულებლად, განსაკუთრებით წლის პირველი ნახევარი. 7 თვის განმავლობაში რასაც ჩაიფიქრებენ, შეძლებენ მას მიაღწიონ. ლომებს მოუწევთ ძალიან მნიშვნელოვანი ლავირება შემდეგ წელს, მათ ექნებათ როგორც წარმატება, ისე სირთულეებიც, მოუწევს ამოიცნონ სად არის კარგი და სად ცუდი, ამიტომ მხოლოდ გამოცდილება თუ უშველით მათ. მათთვის განსაკუთრებული პერიოდი იქნება ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით. პარტნიორული ურთიერთობა, წარმატება, დაოჯახება, ყველაფერი შეუძლიათ წარმართონ სწორად. რაც შეეხებათ მშვილდოსნებს - ისინი შეძლებენ გაამყარონ ის ყველაფერი რაც სურთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შემდეგ წელს სხვისი ოცნებების ასრულებით არ უნდა ვიყოთ დაკავებულები. ივნისიდან ოქტომბრამდე მათთვის განსაკუთრებულად წარმატებული პერიოდია.