Digest Logo

„გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და წინდახედულობა, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ წარმატების მიღწევას“ - მიხეილ ცაგარელი

1652335161
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 08:00-დან 10:30 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და წინდახედულობა, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ წარმატების მიღწევას.

მეტი ყურადღება დაუთმეთ ხანდაზმული ნათესავებს, მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ მათი რჩევები.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს კამათი და საქმის გარჩევა, უმჯობესია გამოიჩინოთ მეტი ტაქტი და დიპლომატია.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ბინის დიზაინის და ავეჯის შესაცვლელად, პარფიუმერიის და კოსმეტიკის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაძენად.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა სამედიცინო კონსულტაციის მისაღებად,  სტომატოლოგიური პროცედურების ჩასატარებლად და დიეტის დასაწყებად. მოერიდეთ ზედმეტი სითხის მიღებას, თავი შეიკავეთ თხილის, შოკოლადის, თაფლის და სხვა ალერგიული პროდუქტის მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ფირუზი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იქნება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, ქალწულს და თევზებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 

🔵🎥 „ჩემი ყველაზე დიდი შიში არის ახლობლების დაკარგვის, რასაც მგონია, რომ ვერ მოვერევი“ - ნიკოლოზ წულუკიძე

🔵8-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, მეუღლე და შვილები - ნიკოლოზ წულუკიძის პირადი

🔵„ბავშვი სასწაულებრივად აგრძელებს სიცოცხლისთვის ბრძოლას, თუმცა გზა საკმაოდ ხანგრძლივი და რთულია“ - ახალი ინფორმაცია დათიზე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს