Digest Logo

„ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დადგენილი პირობების შესრულების დროს პლანეტები, სამწუხაროდ, არ გვეხმარებიან“ - უახლოესი თვეების ასტროლოგიური პროგნოზი

1657039920
საქართველო-ევროკავშირის დროშები

საქართველოში პოლიტიკურად ყველაზე ცხელი, აქტუალური თემა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადგენილი პირობების შესრულებაა. ასტროლოგიური პერსპექტივიდან, უნდა შევნიშნოთ, რომ აღნიშნულ საქმეში პლანეტები, სამწუხაროდ, არ გვეხმარებიან.

როგორც ასტროლოგი გიორგი ხუბულავა „დაიჯესტთან“ საუბარში აღნიშნავს, ასტროლოგიური თვალსაზრისით, ერთის მხრივ, დაცემულია ეროვნული სულისკვეთება, რადგან შავი მთვარე კირჩხიბშია, მეორე მხრივ კი ქართული პოლიტიკის სფეროს უდგას მძიმე პერიოდი.

მისივე თქმით, ივლისის თვიდან, იმის გამო რომ მარსი იქნება VII სახლში და ვერძში პრობლემები გაღრმავდება პოლიტიკურ პარტნიორობასა და თანამშრომლობაში, ამასთან, მოუთმენლობა და სწრაფი ქმედებები იქნება სავალალო.

„ოქტომბრის თვიდან მოხდება საკითხების წვრილმანიზაცია, ასევე, პოლიტიკის სფეროში პრობლემების გადაჭრის ორიგინალური გზების შეთავაზება, თუმცა აღნიშნულ მცდელობებს წარმატების პირი არ უჩანს. პოლიტიკური მუშაობა გაჯანჯლდება და მოითხოვს დიდ ძალისხმევას. ამასთან, მოსალოდნელია, სოციალური ჯგუფების დაპირისპირების უფრო გაღრმავება“, - აღნიშნავს ასტროლოგი.

რაც შეეხება ქვეყნის პირველი პირებს, ხუბულავა ამბობს, რომ პერსონალურ-პოლიტიკურ დონეზე, უნდა შევნიშნოთ, შემდეგი რამ: სალომე ზურაბიშვილს სექტემბრის შუა რიცხვებიდან და განსაკუთრებით, ნოემბერ-დეკემბერში შესაძლებლობა მიეცემა ქართულ პოლიტიკაში დადებითი როლი ითამაშოს, რადგან თეთრი მთვარე და იუპიტერი თევზებშია, ხოლო ქვეყნის პრემიერს - ირაკლი ღარიბაშვილს უახლოესი თვეები რთული ექნება.

„პოლიტიკოსების პირადი ასტროლოგიურ რუკების ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური უპირატესობაა გააჩნია როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ხოლო სალომე ზურაბიშვილი კი როგორც მიშელთან, ასევე ლაიენთან ასტროლოგიურად მოწყვლადია. პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ასევე, ასტროლოგიურად მოწყვლადია პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან “, - დასძენს ასტროლოგი.

 

მომზადებულია სპეციალურად DIGEST.GE -თვის