Digest Logo

„დღეს გააქტიურდებიან ფარული მტრები და კონკურენტები“ - მიხეილ ცაგარელი

1652850480
ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 07:59-დან 16:04 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რადგან სწორედ დღეს გააქტიურდებიან ფარული მტრები და კონკურენტები.

არ ღირს საკუთარი სიმართლის მტკიცება და საკუთარი წარმოდგენების სხვისთვის თავს მოხვევა.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ ირონიას და სარკაზმს, რადგან ასე მხოლოდ კონფლიქტს გამოიწვევთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, კრედიტის აღებისა და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს, სახსრებს და ძვლოვან სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, ონიქსი და ქრიზოპრაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს და თხის რქას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მყავდა „პრიუსი“ რაც ჩემს შემდეგ მინისტრს დარჩა, მი­ნისტრს უფრო დიდი მან­ქა­ნა ერ­ჩივ­ნა და“... - ვერა ქობალია

🔵„დაიმახსოვრეთ, დღევანდელი სიზმარი, რომელიც ფინანსური წარმატების და დამატებითი შემოსავლების მაუწყებელი გახდება“ - ცაგარელი

🔵საქართველოში ტემპერატურა 28 გრადუსამდე აიწევს

წყარო: fortuna.ge