Digest Logo

„დღეიდან მერკური რეტროგრადულია...“ - რისი გაკეთება არ ღირს ამ პერიოდში

1652163445
ასტროლოგი დავით ნიბლაძე

დღეიდან მერკური რეტროგრადულია - ამის შესახებ ასტროლოგი დავით ნიბლაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს.

მისი თქმით, რეტროგრადული მერკური ცნობილია როგორც პრობლემების, გაუგებრობებისა და ქაოსის მომტანი საქმესა თუ ურთიერთობებში.

„SLOW DOWN - დღეიდან მერკური რეტროგრადულია.

10 მაისს მერკური ტყუპებიდან დაიწყებს უკუსვლას, 23 მაისს ისევ კუროში დაბრუნდება და 3 ივნისს გაასწორებს მოძრაობას.

რეტროგრადული მერკური ცნობილია როგორც პრობლემების, გაუგებრობებისა და ქაოსის მომტანი საქმესა თუ ურთიერთობებში. დაკარგული ნივთები, გაუთვალისწინებელი შემთხვევები, შეცდომები, გაფუჭებული ტექნიკა და გაჭიანურებული პროცესები რატომღაც ხშირად მერკურს ბრალდება. მაგრამ, იცი, რომ მერკური არაფერ შუაშია?! შენ აგზავნი შეტყობინებას სხვა ადრესატთან, შენ იგებ ნათქვამს სხვანაირად, შენ გაგვიანდება დანიშნულების ადგილზე და შენ იყენებ ტექნიკასაც არასწორად.

პლანეტები მოვლენებს არ იწვევენ. რეტროგრადული მერკურის დროს ძირითადად იცვლება ჩვენი აღქმა, რაც ხშირად დაბნეულობასაც იწვევს, თუმცა სწორედ ამ დროს შეგვიძლია განსხვავებულად აზროვნება, პრობლემების მოგვარების ალტერნატიული გზების მოძიება და ძველი კავშირების კრეატიულად აღდგენა. თუ ეფექტურად გამოვიყენებთ რეტროგრადული მერკურის ბუნებას, არამცთუ არაფერს გავაფუჭებთ, პირიქით, ბევრ რამეს უკეთაც გავაკეთებთ.

დავაგდოთ ტემპი, გადავავლოთ თვალი გასულ პერიოდს, გავაკეთოთ ანალიზი (სად ვართ, რას და როგორ ვაკეთებთ და ა.შ.) და კორექციები შევიტანოთ საჭიროების მიხედვით. რეტრო მერკური უფრო მეტად "შიდა სამუშაოებში" დაგვეხმარება, რაც არის ერთგვარი შანსი დავინახოთ, ვაღიაროთ და გამოვასწოროთ სისუსტეები. აჩქარების შემთხვევაში, შესაძლოა, საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი გამოგვრჩეს, ამით კი საქმე სერიოზულად დავაზიანოთ.

ყველაფერი ისევ მერკურს რომ არ დავაბრალოთ.

მგზავრობას თუ გეგმავ, წინასწარ გადაამოწმე დეტალები და გაითვალისწინე მეტი დრო;

მნიშვნელოვან იმეილს სანამ გაგზავნი, კიდევ ერთხელ გადაიკითხე და ისიც შეამოწმე, ფაილის მიმაგრება ხომ არ გავიწყდება;

რამის ყიდვას თუ აპირებ, ფასი, დამატებითი ხარჯები, ტექნიკური მახასიათებლები და სხვა დეტალები ზედმიწევნით შეისწავლე.

რეტრო მერკურის ტყუპებში მოძრობის დროს მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ ჩვენი კომუნიკაციის ფორმებისა და აზროვნების პროცესის მიმართ.

კუროში ტრანზიტისას კი დროა დავაკვირდეთ, როგორ ვიყენებთ რესურსებს, როგორია ჩვენი დამოკიდებულება ჯანმრთელობის, ფინანსების, სამსახურის და ზოგადად, მატერიალური სფეროს მიმართ.

გაგვიზიარე, შენ რა დაგიბრალებია რეტრო მერკურისთვის?,“ - წერს დავით ნიბლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵VIDEO: როგორ იწყებს დილას 4 შვილის დედა თაკო ტაბატაძე

🔵 „შე­ხე­დე, მსოფ­ლიო!!!! ეს არის ვიდეო, რომელიც მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს... “ - რა კადრებს აქვეყნებს უკრაინის პირველი ლედი

🔵რა ელოდება პუტინს ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებით? - ამბავი უკანასკნელი იმპერიის მმართველზე