Digest Logo

„არ ღირს დასკვნების გაკეთება სუბიექტური შეგრძნებების გავლენით, უმჯობესია ობიექტურად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები“ - ცაგარელი

1653113596
მიხეილ ცაგარელი

მზის ერთი თვით ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, კომუნიკაბელურობას და გონებამახვილობას, მეორეს მხრივ, მერყეობას და სულსწრაფობას, თავქარიანობასა და ზედაპირულობას გააძლიერებს. კარგი პერიოდია ახალი ურთიერთობების გასაბმელად და ნაცნობთა წრის გასაფართოებლად.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს დასკვნების გაკეთება სუბიექტური შეგრძნებების გავლენით, უმჯობესია ობიექტურად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ტურისტული ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად,

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ბურღულეულით და რძის პროდუქტით, ხილით და ბოსტნეულით, უცხიმო თევზით და ხორცით. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ სისტემას და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ამაზონიტი, ციტრინი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და ქალწულს.