
29 სექტემბერს, პარასკევს მზის და მთვარის დაპირისპირება, ანუ სავსემთვარეობაა. აღნიშნულ მოვლენაზე ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა და კვირის მნიშვნელოვან დღეებს გაუსვა ხაზი.
მიხეილ ცაგარელმა ასევე ისაუბრა იმ ტენდენციებზე, რომელიც ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ელოდება მიმდინარე კვირაში👇
♈ ვერძი
მათთვის ეს კვირა არ არის ცუდი. ენერგოტონუსი იმატებს და ჯანმრთელობა უმჯობესდება, რაც მისცემს ენერგიას. იქნება ინიციატივიანი, მაგრამ გარკვეულმა რთულმა ტენდენციებმა შეიძლება მასში გამოიწვიოს კონფლიქტები, რამაც შესაძლოა ფარულად იმოქმედოს, ზურგს უკან. ამ კვირაში მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ პარტნიორულ ურთიერთობებს. თქვენ გეძლევათ საშუალება, თუ სწორად იმოქმედებთ, ძალიან გაიუმჯობესოთ ურთიერთობები როგორც ბიზნესს, ასევე სასიყვარულო პარტნიორებთან.
♉ კურო
გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად მოგიხდებათ დიპლომატიურობის წინა პლანზე წამოწევა თქვენში. თუ იქნებით ზედმეტად ხისტი, ჯიუტი და პირდაპირი, ეს არაფერში არ გამოგადგებათ. ეს ყველაფერი მხოლოდ დაძაბულობას მოგიტანთ, კონფლიქტებს როგორც სახლში, ასევე სამსახურში. ეცადეთ პრობლემები მოაგვაროთ რბილად და დიპლომატიურად.
♊ ტყუპები
ენერგოტონუსი უმჯობესდება. ენერგია გემატებათ, განწყობა მაღლდება და მატულობს ოპტიმიზმი. შესაძლოა ახალი პროექტები გამოჩნდეს, მიიღებთ მონაწილეობას ლატარიაში, სადაც მომატებულია წარმატების ფაქტორები. უმჯობესდება ურთიერთობა შვილებთან, სასიყვარულო პარტნიორებთან. სასიკეთო ცვლილებები უდავოდ გაქვთ.
♋ კირჩხიბი
მეტნაკლებად სტაბილურია ენერგოტონუსი, რაც ხელს უწყობს ინტუიციას, ორგანიზებულობას და შრომისუნარიანობას. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს, კაპიტალდაბანდებას. თანდათან გაუმჯობესდება თქვენსა და ნათესავებს შორის ურთიერთგაგებას. მემკვიდრეობითი საკითხები უფრო მარტივად გადაწყდება.
♌ ლომი
სიტუაცია გაუმჯობესდება, უმჯობესდება ჯანმრთელობა და ენერგოტონუსი. მოიმატებს შრომისუნარიანობა. შესაძლოა პრობლემებს მოუძებნოთ ორიგინალური გადაჭრის გზა. შეიძლება მიიღოთ ახალი ინფორმაცია, ახალი ურთიერთობები. გაიზრდება თქვენი რეიტინგი საზოგადოებაში. ეცადეთ თქვენი მოჭარბებული ენერგია არ გახდეს დიქტატორული ან ეგოისტური ტენდენციების გამოვლენის ფაქტორი.
♍ ქალწული
ენერგოტონუსი ინარჩუნებს სტაბილურობას, შარმიანი ხართ, მიმზიდველი და ორგანიზებული. ძველი საქმეებიდან შესაძლოა მიიღოთ მატერიალური დივიდენდები, რაც გააუმჯობესებს თქვენს მატერიალურ მდგომარეობას. 29 რიცხვამდე შეგიძლიათ კაპიტალდაბანდებაც. არ იყოთ ზედმეტად ჯიუტი.
♎ სასწორი
ახლა თქვენი დროა, დიდხანს ელოდით. მზე გადმოვიდა თქვენში, ამიტომ ყველაზე კარგი შანსები და პერსპექტივები გაქვთ თქვენ უახლოესი 1 თვის განმავლობაში. თუმცა სამყარომ არ მოგცათ საშუალება ბოლომდე გაშალოთ ფრთები, რადგან წინ რთული და დაძაბული ოქტომბერი გელოდებათ, რაც შელახავს თქვენი წარმატების პერსპექტივებს. მოიმატებს სტაბილიზაცია, რის გამოც მიიღებთ წარმატებულ და ნანატრ შედეგებს. თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება.
♏ მორიელი
სიტუაცია სტაბილურდება თქვენთვის. სირთულეებს მოაგვარებთ 29 რიცხვამდე. ამ დღის გარდა სხვა დღეები გამოიყენეთ თქვენი მონაცემების გამოსამჟღავნებლად. მეგობართა თანადგომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები ამ კვირაში მოაგვაროთ, რადგან შემდგომ დაბადების წინა პერიოდი დაგეწყებათ.
♐ მშვილდოსანი
იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. იმუნიტეტი და ენერგოტონუსი მოიმატებს, აქედან გამომდინარე კონფლიქტების ჩაქრობის ტენდენციები გაგიჩნდებათ. თქვენს მოქმედებაში იქნება უფრო მეტი ლოგიკა და ურთიერთგაგება, რაც ხელს შეუწყობს კოლექტიურ-პარტნიორულ ურთიერთობებს. ინტერნეტით შეიძლება გაიცნოთ საინტერესო ადამიანები. ახალი იდეების რეალიზაციის დროა.
♑ თხის რქა
თქვენი ენერგოტონუსი ინარჩუნებს სტაბილურობას, თუმცა მომდევნო კვირიდან ის დაიწყებს შემცირებას. მნიშვნელოვანი საკითხები და პრობლემები მოაგვარეთ ამ კვირაში. აკონტროლეთ ამბიციები და ძალაუფლების სურვილები. თუ თქვენ მგზავრობას და მოგზაურობას აპირებთ, კარგი პერიოდია. აიმაღლებთ ავტორიტეტს.
♒ მერწყული
უმეტესი თქვენგანი დამშვიდდებით, დასტაბილურდებით და გაგიუმჯობესდებათ ენერგოტონუსი. გახდებით უფრო ენერგიული, მოიმატებს შესაძლებლობები თქვენი იდეების რეალიზაციის. თუ თქვენს სახლში ვინმე ჩამოვიდა, ამ საკითხსაც შეეჩვევით და აღარ გაღიზიანდებით ისე, როგორც წინა კვირაში. კარგი კვირაა უცხოელებთან აქტიური ურთიერთობებისთვის, უცხო ენების შესასწავლად, რაც მოგიტანთ მატერიალურ დივიდენდებს.
♓ თევზები
სტაბილური და მშვიდი ხართ. მეტი ისეთი ადამიანი გეყოლებათ გვერდით, ვინც დროულად მოგცემთ საჭირო რჩევას, ან მოგაწოდებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც თქვენი მიზნების კორექციაში დაგეხმარებათ. თუმცა აუცილებლად უნდა დაიცვათ საიდუმლო. ნუ გათქვამთ ინფორმაციას თქვენი გეგმების შესახებ, თუ ამას შეძლებთ სხვა კუთხით საინტერესო პერიოდი გექნებათ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ან მღერით ისე როგორც მოვითხოვ, ან არა და...“ - მერაბ სეფაშვილი