Digest Logo

9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1686254621
9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ეცადეთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს მეტი ყურადღება და ტაქტი გამოიჩინოთ. მოერიდეთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გარკვევა, რომელიც შეიძლება დაპირისპირებასა და ორმხრივ შეურაცხყოფაში გადაიზარდოს. იზრუნეთ ნერვიული სისტემის ჯანმრთელობაზე. ეცადეთ დასვენებას და ძალების აღდგენას მეტი დრო დაუთმოთ.

კურო

პლანეტების განლაგების გამო ამ დღეს ემოციური ფონი მომატებულია, ამიტომ ეცადეთ საკუთარი სიტყვები და ქმედებები აკონტროლოთ. გაფრთხილება როგორც პროფესიულ, ისე პირად ურთიერთობებს ეხება. განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა ბიზნესპარტნიორებთან შეხვედრისა და მოლაპარაკებების დროს გმართებთ.

ტყუპები

ამ დღეს საკუთარი ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობის შედეგს იგრძნობთ - თუ დაწყებული საქმეები სწრაფად და თქვენს სასარგებლოდ დასრულდა, ყველაფერი სწორად გააკეთეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია პარტნიორთან დაპირისპირება და კონფლიქტი.

კირჩხიბი

ემოციური თვალსაზრისით რთული და დაძაბული დღეა. საკუთარი სიტყვების და ქმედებების გაკონტროლება გიჭირთ და მზად ხართ „ცარიელ ადგილზე“ კონფლიქტი გააჩაღოთ. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ გარშემომყოფებთან ურთიერთობა მაქსიმალურად შეზღუდოთ. ეცადეთ პირქუში აზრებიდან ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ.

ლომი

თქვენმა უხეშობამ და აგრესიულმა ქცევამ შეიძლება ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში პრობლემები გაჩინოს, ამიტომ გირჩევთ ურთიერთობების გარკვევა სხვა დღისთვის გადადოთ. მოერიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობებს, რომლებიც თქვენს გამოყენებას ან თქვენით მანიპულირებას ცდილობენ.

ქალწული

მიმდინარე საქმეები ძალიან ნელა მიიწევენ წინ - ამ დღეს რაღაც მუდმივად ყურადღებას გიფანტავთ და საქმეებზე კონცენტრირება გიჭირთ. თუ შესაძლებელია, ამ დღეს მხოლოდ მსუბუქი ან ისეთი სამუშაო უნდა აკეთოთ, რომელიც კარგად იცით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ ყველა რისკი შეაფასოთ და მოსალოდნელ შედეგებზე იფიქროთ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/9-ivnisis-astrologiuri-prognozi-3379

ასევე დაგაინტერესებთ:

ნუცა ბუზალაძე ტანსაცმლის ხაზს უშვებს? - რას წერს უცხოური მედია

„არ მოკვდე, გეხვეწები... ჯერ ჩემში მეტი სიყვარული მაქვს შენთვის საპოვნელი“ - თამო კეშელავას ემოციური ჩანახატი

„არაფერი ადამიანური, არამც თუ ქრისტიანული მაგ სასტიკ, უღმერთო ხალხს არ გააჩნია!“ - რას წერს დედა სიდონია