Digest Logo

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1664393664
29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

♈ვერძი

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღეს ხალხისგან შორს ყოფნა გჭირდებათ, მათ შორის - ყველაზე ახლობლებისგანაც. ემოციების კონტროლი გიჭირთ. შედეგად, შეიძლება სკანდალში გაეხვიოთ. ამიტომ, ცოტა ხნით მარტო დარჩით და ეცადეთ, კარგად დაისვენოთ.

♉კურო

მხოლოდ სანდო მეგობრებს შეუძლიათ შემოგთავაზონ გამოსავალი რთული სიტუაციიდან. ნუ ეწინააღმდეგებით საკუთარ თავს, გაუხსენით გული ახალსა და საინტერესოს. თავდაჯერებულად და მშვიდად მიიღეთ გადაწყვეტილებები.

♊ტყუპები

ნუ გეუხერხულებათ, თუკი საკუთარი ნიჭის საჯაროდ გამოვლენა მოგიწევთ. დაე, ყველამ დააფასოს თქვენი უნარები. სასურველია, დღეს ტყუპებმა თავიანთი ყოველი სიტყვა და მოქმედება აკონტროლონ, რათა გაუგებრობაში არ მოხვდნენ. ის, რასაც დღეს გეგმავთ, დიდწილად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა გარშემომყოფებთან.

♋კირჩხიბი

დღეს თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე დამოკიდებული იქნება ის, თუ როგორ თუ ჩაივლის ეს კვირა. ყურადღება უნდა გაამახვილოთ მნიშვნელოვან საკითხებზე. და არანაირი ახალი საქმე, თუ ჯერ ძველი პროექტები არ დაგისრულებიათ - გაითვალისწინეთ, რომ ძალა ყველაფრისთვის არ გეყოფათ.

♌ლომი

ლომისთვის კარგი დღეა საზოგადოებაში აქტიურობისთვის, კოლექტიურ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. უფრო მეტიც, დღე წარმატებულია ფინანსების მხრივ - შეგიძლიათ, უფრო მეტის მიღების იმედი გქონდეთ, ვიდრე წინა დღეს დაგეგმეთ.

♍ქალწული

ქალწულისთვის მოვლენებით სავსე დღეა, რომელიც შესანიშნავ განწყობაზე დაგაყენებთ. უბრალოდ, შეეცადეთ მუშაობის დროს შეისვენოთ ხოლმე. საღამოს კარგ ამბავს ელოდეთ თქვენი საყვარელი ადამიანისგან.

განაგრძეთ კითხვა

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„თბილისში ბინა ვერ იყიდეს და თუ თბილისში ვერაფერს ნახავენ, იქნებ სოხუმში გავჩერდეთო“ - თინა ხიდაშელი რუსების დიალოგზე?

🔵„დღეს მოიმატებს ილუზიების, პროვოკაციებისა და ცდუნებების ალბათობა“ - ცაგარელი

🔵„ორმაგი გრძნობით ვადევნებ თვალს ლარსის საბაჟოს - ყოველმა მათგანმა, ვინც ახლა ფეხით მოუყვება უიმედობის უსასრულო ბილიკს, დაიმსახურა ეს ჯოჯოხეთი“ - ნანა გეგეჭკორი