Digest Logo

29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

1643400596
29 ნოემბრის პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ამ დღეს იმდენი ენერგია გაქვთ, შეგიძლიათ უამრავ ადამიანს გაუზიაროთ. ჩხუბის შემთხვევაში თქვენი მხრიდან კონფლიქტური მხარეების შერიგების ყველა მცდელობა მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დაასხამს. ახალი საქმის დაწყება ვერ მოხერხდება და ამ დღეს დაგეგმილი შეხვედრები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზით გაუქმდება. რაც შეეხება ოჯახურ ატმოსფეროს და სასიყვარულო ურთიერთობას, ყველაფერი საუკეთესოდ ვითარდება.

კურო

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებული ნერვიულობა გელით, თუმცა პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება. უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას მაინც ვერ შეძლებთ, ამიტომ ჯობს, ყველაფერი დროულად დაასრულოთ. სასურველია, საღამოს ბავშვებს ახალი სათამაშო ან საინტერესო წიგნი აჩუქოთ.

ტყუპები

ამ დღეს კოლეგებთან, მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში გარკვეული სირთულეები გელით. გამორიცხული არ არის, რომ საყვარელი ადამიანის საქციელით იმედგაცრუებული დარჩეთ. ეს დღე საშუალებას მოგცემთ, პარტნიორთან შეთანხმებას მიაღწიოთ. მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია - შეგიძლიათ, საკუთარი საქმეები მშვიდად აკეთოთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით იყოთ, რათა უფროსის შენიშვნა არ დაიმსახუროთ. თუ საქმე გართულდა, შეგიძლიათ, საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში რჩევისა და დახმარებისთვის შეიძლება, ახლობლებმა მოგმართონ. გირჩევთ, საქმიანი მოლაპარაკებები არ დაგეგმოთ.

ლომი

მიმდინარე საქმეებში სავსებით შესაძლებელია სერიოზული ცვლილებები. ეცადეთ, მცირე პრობლემები გულთან ახლოს არ მიიტანოთ, რადგან ნერვიულობამ შეიძლება, ქრონიკული დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს. პირველ რიგში, ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ლომებს ეხებათ. გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შეიძლება ოჯახში სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს.

ქალწული

თუ სამუშაოს წინასწარ დაგეგმავთ და თანმიმდევრულად შეასრულებთ, აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა ვალის დაბრუნება ან პირობის შესრულება მოგთხოვოთ. შემოქმედებითი პროფესიის ქალწული ჩანაფიქრს განახორციელებს.

სასწორი

ეს დღე ხელსაყრელია მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული სასწორებისთვის. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება, რომელიც დღეს გელით, უემოციოდ მიიღოთ - სიმშვიდე თქვენი მთავარი მოკავშირეა. სავარაუდოდ, მოგებიან ბიზნესშეთავაზებას მიიღებთ, რომელზეც უარი არ უნდა თქვათ. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით განვითარდება.

მორიელი

პასიური დღეა, რომელიც სიზარმაცისკენ განგაწყობთ. თუ სამსახურის შეცვლას გეგმავთ, შესაძლებელია, ძალიან საინტერესო და ხელსაყრელი ადგილი აღმოაჩინოთ და თამამი პროექტი დაიწყოთ. თუ სახლში ბავშვები გყავთ, გირჩევთ, საღამოს ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით გაახაროთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან უმცირესმა შეცდომამ შეიძლება, უმძიმესი შედეგები გამოიწვიოს. სანამ რაიმე წინადადებას დათანხმდებით, ეცადეთ, მოსალოდნელი შედეგები გათვალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია შეცდომა, რომელიც ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემებს შეგიქმნით. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია - შეგიძლიათ, საკუთარი საქმეები მშვიდად აკეთოთ.

თხის რქა

გახსოვდეთ, რომ ახლობელ ადამიანებთან ტყუილი არ გამოგადგებათ - ამით მხოლოდ ნდობას დაკარგავთ და საკუთარ თავს ზიანს მიაყენებთ. ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევისთვის. თავი შეიკავეთ საქმიანი მოლაპარაკებების გამართვისგან.

მერწყული

დღევანდელი საღამო თქვენს ოჯახურ ურთიერთობებს უფრო ჰარმონიულს გახდის. არ არის გამორიცხული არასახარბიელო სიახლე ან გარემოებათა არახელსაყრელი განვითარება. სისწრაფე და გამოცდილება საშუალებას მოგცემთ, ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოთ და თითოეული ბოლომდე მიიყვანოთ. გაუთვალისწინებელმა მოვლენამ შეიძლება, ოჯახში სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს.

თევზები

ეცადეთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ, რომ ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. ჰოროსკოპი გირჩევთ, მოინახულოთ ნათესავები, რომლებიც დიდი ხანია, არ გინახავთ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის თევზებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„აღარ გვყავს სიკეთით, სითბოთი და სილამაზის სიყვარულით სავსე...“ - „იავნანას“ ავტორი ლალი გულისაშვილი გარდაიცვალა

🔵„განა რამდენი წლისა ხარ, რომ უკვე ემაგეებზე ფიქრობო?... ისე გამიხარდა, ისე გამიხარდა, რომ სიხარულით წამოვიძახე...“ - რას იხსენებს დავით სამხარაძე

🔵„დღეს ძალიან მძიმე ეთერი მექნება... გადაცემა ეხება გიორგი სანაიას საქმეს“ - ვახო სანაია

🔵VIDEO: „ჩემს თავში ვარ დარწმუნებული... დედამიწის ზურგზე ნებისმიერს გავუწევ კონკურენციას“ - სალომე ჭაჭუა

🔵VIDEO: სოსო პავლიაშვილის ახალ კლიპში ბუბა კიკაბიძეც გამოჩნდა