Digest Logo

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1664309011
28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ყოველმხრივ შესანიშნავი დღეა. წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ - ყველგან დროულად მიხვალთ, ყველა ჩანაფიქრს განახორციელებთ, ყველგან სიხარულით შეგხვდებიან და კომპლიმენტებით აგავსებენ. სხვათა შორის, ოთხშაბათი შესანიშნავი დღეა მოგზაურობის დასაწყებად ან დასაგეგმად.

კურო

გამორიცხული არ არის, რომ ქრონიკული დაავადების გამწვავებამ შეგაწუხოთ. ამიტომ, ეცადეთ, ამ დღისთვის მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ და თუ შესაძლებელია, ეს დღე მშვიდად გაატაროთ.

ტყუპები

თქვენ ან აუცილებლად უნდა შეასრულოთ საკუთარი დანაპირები ან საერთოდ ნუ გასცემთ დაპირებებს. სანამ ვინმეს დააიმედებთ, იფიქრეთ, შეგიძლიათ თუ არა თქვენი სიტყვის დაცვა. ნუ აიღებთ პასუხისმგებლობას სხვა ადამიანების შეცდომებზე.

კირჩხიბი

მოვლენებით სავსე დღეა. ამასთან, სრულიად განსხვავებული მოვლენები გელით - სასიხარულოც და სევდიანიც. განწყობებს შორის ბალანსის შენარჩუნება რთულია, მაგრამ კირჩხიბებს გრძნობების ასეთი კალეიდოსკოპი მოეწონებათ. მთავარი მაინც ისაა, რომ მოწყენის დრო არ დაგრჩებათ.

ლომი

დღე სავსეა სიურპრიზებით, თუმცა ზოგიერთი არცთუ სასიამოვნოა. ნებისმიერ შემთხვევაში, სჯობს, წინასწარ დაგეგმილი საქმეები გადადოთ, რადგან გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ასევე, ნუ აიღებ საკუთარ თავზე იმას, რისი გაკეთებაც არ იცი.

ქალწული

ამ დღის დევიზია - ჯერ საქმე და შემდეგ გართობა. თანაც საქმე აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოთ, რადგან „ხვალისთვის“ გადადებული და თაროზე შემოდებული საქმეები, პირველ რიგში, თქვენ გაგაღიზიანებთ და მოსვენებას დაგაკარგვინებთ.

სასწორი

არსებობს დღეები, როდესაც რასაც მოინდომებთ, ყველაფერი გამოგივათ და დღეს სწორედ ასეთი დღეა - თუ რა თქმა უნდა, ციდან მთვარის ჩამოხსნას არ გეგმავთ. სხვათა შორის, ვარსკვლავები სასწორს ოთხშაბათობით ყველაზე გაბედული პროექტების განხორციელებას ურჩევენ. ასე რომ, უკან არ დაიხიოთ და ყველაფერი გამოვა!

მორიელი

თქვენ გარშემო ვნებები დუღს. ცდილობთ, დაპირისპირებაში არ ჩაერიოთ, თუმცა ყველაფერს ყურადღებით აკვირდებით, რათა საჭირო დროს სწორი პოზიცია დაიკავოთ. არ დაგაბნიოთ თქვენი კონტაქტების სიმრავლემ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გელით. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და გარშემო მყოფებს საკუთარი სიხარული არ დაანახოთ, რადგან შურიანი ადამიანები ყველაფერს გააფუჭებენ და იმედგაცრუებული დარჩებით.

განაგრძეთ კითხვა