Digest Logo

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

1642881913
23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეს დღე სასიყვარულო განცდებით, ინტრიგებით და იმედგაცრუებით დაგამახსოვრდებათ. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია შემოსავლების სწორად განაწილება და გადასახადების დროულად გადახდა. შესანიშნავი განწყობა და მებრძოლი სულისკვეთება თვითდამკვიდრებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია კონფლიქტი უფროს ნათესავებთან, ამიტომ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა ნათესავებთან ურთიერთობისთვის. სამსახურის დავალებას შესანიშნავად გაუმკლავდებით და თავს გამოიჩენთ. დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ გირჩევთ, ოჯახთან ერთად სუფთა ჰაერზე დაისვენოთ.

ტყუპები

ხვდებით, რომ გადაიღალეთ და დასვენება გჭირდებათ. უმჯობესია სასიყვარულო პაემანი რამდენიმე დღით გადადოთ - დღეს რომანტიკისთვის არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ დაგეგმილი საქმეები დროულად დაასრულოთ და სასიამოვნო სტუმრების მიღებისთვის მოემზადოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს თავს ვერაფრით გამოიჩენთ, ამიტომ ზედმეტ აქტიურობას უნდა ერიდოთ. შესაძლოა, მატერიალური ხასიათის პრობლემებმა შეგაწუხოთ. ეცადეთ, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ, განსაკუთრებით ცხარე და მარილიან კერძებს უნდა ერიდოთ.

ლომი

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ლომებისთვის. დაძაბული ოჯახური ატმოსფერო გაიძულებთ, საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. ეცადეთ, ოჯახის წევრების კრიტიკა მშვიდად მიიღოთ, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის, თუმცა მძიმე და შრომატევადი საქმეების კეთებას სახლშიც და სამსახურშიც უნდა ერიდოთ. ბოლოდროინდელი წარმატებების შემდეგ სრული უფლება გაქვთ, რომ სამსახურში ხელფასის მომატება მოითხოვოთ.

სასწორი

ნუ შეეწინააღმდეგებით გრძნობას, რომელმაც მთლიანად დაგიპყროთ. სავარაუდოდ, სასიამოვნო თავგადასავალი გელით. საქმემ, რომელშიც დიდი ფული და ენერგია ჩადეთ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი მოგება მოგიტანოთ. ოჯახური საქმეები დიდ დროს წაგართმევთ.

მორიელი

ეს დღე ხელსაყრელია როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. თუ ზოგად დეპრესიას და გარკვეულ ნერვიულობას არ ჩავთვლით, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გელით. ბიზნესში აქტიურობისთვის კი არახელსაყრელი პერიოდია - უმჯობესია, რამდენიმე დღე მოიცადოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. თუ თავს მოდუნების უფლებას მისცემთ და მომჭირნედ ცხოვრებას არ ისწავლით, ფინანსური სირთულეები გელით. გამორიცხული არ არის, რომ სამსახურში სამართლებრივი საკითხების მოგვარება მოგიწიოთ.. გავლენიან ადამიანებთან შეხვედრები სასურველ შედეგს მოგიტანთ.

თხის რქა

მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას, რომ შეცდომა არ დაუშვათ. თუ ხვდებით, რომ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება გიჭირთ რჩევა სანდო ადამიანებს ჰკითხეთ. მიმდინარე საქმეები ადვილია, მაგრამ მოგებიანი.

მერწყული

სავარაუდოდ, ამ დღეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებული ნერვიულობა გელით, მაგრამ, როგორც ყოველთვის, არაფრის გამო. იზრდება მოწამვლის რისკი, ამიტომ კარგად დააკვირდით ვარგისობის ვადას პროდუქტებზე და მედიკამენტებზე. თუ არ აჩქარდებით და გეგმაზომიერად იმოქმედებთ შესაძლებელია, ჩანაფიქრი განახორციელოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ უფროსთან ურთიერთობის დროს.

თევზები

გამორიცხული არ არის სირთულეები კოლეგებთან, მშობლებთან ან ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში. ვიღაც თქვენს აქტიურობას არასწორად გაიგებს და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვლით. მოსალოდნელია ნაცნობობა, რომელიც შეიძლება მეგობრობაში გადაიზარდოს.