Digest Logo

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1653160691
22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

♈ვერძი

ხელსაყრელი დღეა ოფიციალურ პირებთან საქმიანი შეხვედრისა და საბუთების გაფორმებისთვის. დილით მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა, რაც დაუფიქრებელ დაპირებებს ან არასწორ ინფორმაციას უკავშირდება. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი ემოციურობა სიტუაციას გააუარესებს.

♉კურო

ხელსაყრელი დღეა თქვენი იდეების განხორციელებისთვის. დღის პირველ ნახევარში კონტაქტები და საქმიანი შეხვედრები წარმატებული იქნება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. იმის ალბათობა, რომ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ, ძალიან მაღალია. დღის მეორე ნახევარში დაუფიქრებლად გაცემული დაპირებების გამო, გაუგებრობა გელით. მეგობრებისგან ან პარტნიორებისგან სასიხარულო ამბებს უნდა ელოდოთ.

♊ტყუპები

ხელსაყრელი დღეა კომერციის სფეროში აქტიურობისთვის. საქმიანი შეხვედრები, დოკუმენტების გაფორმება და კაპიტალის დაბანდება მოგებას მოგიტანთ და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ. მთავარია, წინდახედულად და ფრთხილად იმოქმედოთ.

♋კირჩხიბი

ამ დღეს იმის ალბათობა, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ საკმაოდ მაღალია. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. მოერიდეთ მაგარ ჩაის და ყავას, ალკოჰოლურ სასმელებს. პლანეტები განსაკუთრებულ სიფრთხილეს ურჩევენ მათ, ვინც მოგზაურობას გეგმავს.

♌ლომი

ხელსაყრელი დღეა ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად. შესაძლოა, პარტნიორთან ერთად ფინანსური საკითხების მოგვარება მოგიწიოთ. გირჩევთ ბრმად არ იმოქმედოთ და რისკს მოერიდოთ. ეცადეთ ყველა რჩევა გაითვალისწინოთ და მოსალოდნელი შედეგები გათვალოთ. გირჩევთ უფროსებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ - უახლოეს მომავალში პრემია ან დაწინაურება გელით.

♍ქალწული

ხელსაყრელი დღეა საქმიანი ურთიერთობის, შეხვედრების, საბუთების გაფორმებისა და მსხვილი კაპიტალის ინვესტიციებისთვის. დაუფიქრებლად გაცემული დაპირებების გამო დღის მეორე ნახევარში მცირე გაუგებრობა გელით. ეცადეთ ყველა პრობლემა ზედმეტი ემოციების გარეშე მიიღოთ. ისინი, ვინც ჯერჯერობით მარტო არიან, სავარაუდოდ თავიანთ ნახევარს შეხვდებიან.

განაგრძეთ კითხვა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მხოლოდ ერთხელ ჩატარებული სოლარიუმის სეანსი ზრდის კანის კიბოს, კერძოდ მელანომის რისკს 20%-ით“ - ზაზა თელია

🔵„როცა მართვის მოწმობას უცოდინარი იღებს და გზაზე მშვიდად უშვებ პოტენციურ მკვლელს - მაშინ ბოლო ზარი მართლაც ბოლოა“ - დავით მესხიშვილი

🔵„არ ღირს დასკვნების გაკეთება სუბიექტური შეგრძნებების გავლენით, უმჯობესია ობიექტურად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები“ - ცაგარელი

წყარო: funtime.ge