Digest Logo

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

1642795937
22

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ცვლილების დღეა. პროექტი, რომელზეც ამჟამად მუშაობთ, ძალიან მარტივია, მაგრამ მოგებიანი. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან - გამორიცხული არ არის ალერგიული რეაქცია.

კურო

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში განსაკუთრებული წარმატება გელით. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა ურთიერთობაში ძალიან დაგეხმარებათ და ყველა გაუგებრობას აღმოფხვრის. ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და ჩანაფიქრი მშვიდად განახორციელოთ. ამ შემთხვევაში აჩქარება მხოლოდ საქმეს დააზარალებს. მოსალოდნელია ახალი რომანტიკული გატაცება.

ტყუპები

დილიდან სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ. თუ შესაძლებელია, მივლინებაში წასვლა რამდენიმე დღით გადადეთ. რომანტიკული განწყობა მოსაწყენი საქმის კეთების საშუალებას არ გაძლევთ. სავარაუდოდ, შორიდან ჩამოსულ ადამიანთან საინტერესო ნაცნობობა გელით.

კირჩხიბი

ამ დღეს ეცადეთ, უხილავი ადამიანი გახდეთ, რომ ვერავინ და ვერსად შეგნიშნოთ. პასიური დღეა და თქვენი ნებისმიერი მცდელობა უშედეგო იქნება. საღამოს ეცადეთ, კარგად დაისვენოთ და ძილის წინ დაძაბულობის მოსახსნელად თბილი აბაზანა მიიღოთ.

ლომი

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის. საქმე, რომელიც სრულიად უიმედო გეგონათ, სასურველ შედეგს მოგიტანთ. ეცადეთ, მეტი წინდახედულება გამოიჩინოთ, რომ უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემები არ შეიქმნათ. მგზავრობისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ თუ შესაძლებელია, ეცადეთ, მთელი დღე სახლში გაატაროთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. ტყუილად ნერვიულობთ - წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. ეცადეთ, გამონახოთ დრო მეგობრებთან შეხვედრებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის. ასეთი აქტივობა სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

სასწორი

დროა, ეჭვები უკუაგდეთ და გრძნობების მორევში გადაეშვათ. სავარაუდოდ, საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლის სურვილს იგრძნობთ. ეცადეთ, ახალი სამუშაო კვირა სამსახურში დაგვიანებით არ დაიწყოთ და თუ საჭიროა, ხარისხიანი მაღვიძარა შეიძინოთ. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიასთან.

მორიელი

ეს დღე ხელსაყრელია როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა უჩვეულოდ ვნებიანი იქნება. არახელსაყრელი დღეა კოლექტიური საქმიანობისა და ერთობლივი ღონისძიებებისთვის, თუმცა ინდივიდუალური შემოქმედება წარმატებული იქნება. სავარაუდოდ, ახალი სასიყვარულო გატაცება გელით.

მშვილდოსანი

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. ნებისმიერი განსაცდელისა და დაბრკოლების მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისგან, რაც, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. იზრუნეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაზე. დღესასწაულების შემდეგ სასურველია განტვირთვის დღეები მოაწყოთ და დაგროვილი კილოგრამებისგან გათავისუფლდეთ.

თხის რქა

ამ დღეს ენერგიით სავსე ხართ. სიახლე, რომელსაც გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. დაუგეგმავი შემოსავალი გელით, მაგრამ თითქმის ყველაფერი ბავშვების საჭიროებებზე ან მოახლოებული შვებულებისთვის მზადებაზე დაიხარჯება. საღამოს ეცადეთ, კარგად დაისვენოთ.

მერწყული

სავარაუდოდ, ამ დღეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით დიდი ნერვიულობა გელით, თუმცა სულ უმიზეზოდ. პლანეტების განლაგება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს უწყობს. შეამოწმეთ ვარგისობის ვადა იმ წამლებზე, რომელთა გამოყენებასაც აპირებთ და არავითარ შემთხვევაში დოზას არ გადააჭარბოთ.

თევზები

ამ დღეს კოლეგებთან ან ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. ეცადეთ, მოდუნდეთ და საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ და, ზოგადადაც, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან.

✅აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵 ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები

🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!

🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე

🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე

🔵ზოდიაქოს ნიშნები, რომლებისაც ვანგას ეშინოდა