Digest Logo

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1653077017
21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ერთი შეხედვით ხელსაყრელი საქმიანი წინადადება შესაძლოა, თქვენთვის არც თუ ისე მოგებიანი იყოს, ამიტომ სანამ დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს უწყობს. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა წარმატებული იქნება.

კურო

ეს დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის - დღეს თავს შეუძლოდ გრძნობთ და ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. არ არის გამორიცხული, რომ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. ხანმოკლე სამსახურებრივმა რომანმა შესაძლოა, სახლშიც და სამსახურშიც პრობლემები მოგიტანოთ. ფრთხილად იყავით ელექტრო მოწყობილობებთან.

ტყუპები

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და მოულოდნელი უსიამოვნებით გამოირჩევა. მოერიდეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისგან, რაც გაღიზიანებისა და წყენის გარდა, არაფერს მოგიტანთ.

კირჩხიბი

ეს დღე თქვენს სამომავლო ქმედებებს განსაზღვრავს. გამორიცხული არ არის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა უსიამოვნო სიმპტომები დიდხანს არ გაგრძელდება. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური ურთიერთობისთვის, მაგრამ ცუდია დიდი შესყიდვებისთვის. შესაძლოა, ვიღაცამ ველი ვალის დაბრუნება ან პირობის შესრულება მოგთხოვოთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი აქტივობა გაიზრდება და სასურველ შედეგებს მოგიტანთ.

ქალწული

ეცადეთ ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, მშვიდად და ემოციების გარეშე მიიღოთ. კომუნიკაციის უნარი საჭირო ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ. ახალი ნაცნობობა შეიძლება, რაღაც უფრო დიდსა და მნიშვნელოვანში გადაიზარდოს.

სასწორი

ზედმეტი თავდაჯერების გამო შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ. თუ ახლობელმა ადამიანმა თეატრში ან კინოში დაგპატიჟათ, უარს ნუ ეტყვით - სასიამოვნო ემოციები და საინტერესო ნაცნობობა გელით. გირჩევთ რამდენიმე დღით მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვების მიღება შეზღუდოთ.

მორიელი

მშვიდიდა პასიური დღეა. სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან უმცირესმა შეცდომამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. ბიზნესპარტნიორებთან ახალი კავშირები შეიძლება ძალიან ძლიერი და წარმატებული იყოს. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან ურთიერთობის დროს.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი მსოფლმხედველობის გასაფართოებლად. გირჩევთ, საყვარელ ადამიანს არ მოატყუოთ, რადგან ტყუილი არ დაიმალება და ურთიერთობას გაგიფუჭებთ. სიტუაციის გააზრებისა და ანალიზის საშუალებით მოგვარების მცდელობა უშედეგო იქნება.

თხის რქა

ამ დღეს შეგიძლიათ, ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. გამორიცხული არ არის უსიამოვნო სიახლე ან გარემოებათა არახელსაყრელი განვითარება. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოერიდეთ კატეგორიულობას და თავი შეიკავეთ ინდივიდუალური სამუშაოსგან, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

მერწყული

უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით - მშობლებს თქვენი არჩევანი არ მოსწონთ და მათ დარწმუნებას აზრი არ აქვს. მოერიდეთ სხვა ადამიანების კრიტიკას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, მარტო დარჩეთ.

თევზები

ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. თუ სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობას გეგმავთ, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.