Digest Logo

15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1652558979
15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

დაძაბული დღე გელით, ამიტომ ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ, რათა ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებს მეტი სიფრთხილით მოეკიდოთ.

კურო

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. სიყვარულში იმედგაცრუების გადატანა გაგიჭირდებათ. თუ უცხოელი მეგობრები გყავთ, შესანიშნავი დღეა მათთან შესახვედრად.

ტყუპები

მშვიდი და ნაყოფიერი დღეა, რომელიც ხელსაყრელია პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყებისთვის. სავარაუდოდ, საღამოს სასიამოვნო პაემანი გელით. გირჩევთ, საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ.

კირჩხიბი

ფრთხილად იყავით, რომ სამსახურში შეცდომა არ დაუშვათ. გახსოვდეთ, რომ კონკურენტები მხოლოდ ამას ელიან. განწყობა შეიძლება მთლიანად ნულამდე დაეცეს, სანამ არ შეხვდებით ადამიანს, რომელიც უსიამოვნებას დაგავიწყებთ. ეცადეთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და დიდი ხნით მხედველობიდან არ დაკარგოთ.

ლომი

შეიძლება, რომ ეს დღე კონფლიქტით დაიწყოს. თავი შეიკავეთ ახალი პროექტის დაწყებისგან და ეცადეთ, რომ ადრე დაიძინოთ. სასურველია, საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნის, ქორწინებისა და ოჯახური წვეულებისთვის. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ საყვარელ ადამიანთან კამათი, რადგან ის შეიძლება, კონფლიქტად იქცეს.

სასწორი

აქტიური, შემოქმედებითი დღეა, რომელიც სასიამოვნო სიახლეებს გპირდებათ. უფროსებთან რთული საუბარი გელით, რაც საბოლოოდ პოზიციების გამტკიცებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ და ახლობელ ადამიანს დახმარებაზე უარი არ უთხრათ.

მორიელი

ფრთხილად იყავით პარტნიორების არჩევისას - ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება და ვეღარაფერს შეცვლით. დღეს დაგეგმილი საქმეები წარმატებით დასრულდება. ნუ გამოიჩენთ უმადურობას იმ ადამიანის მიმართ, ვინც რთულ დროს დაგეხმარათ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. ძველი მეგობრის დახმარებით პირადი ცხოვრების პრობლემის მოგვარებას შეძლებთ. ფინანსური პრობლემების მოგვარება კი რამდენიმე დღით გადადეთ და საბუთებზე ხელი არ მოაწეროთ. პლანეტების განლაგების წყალობით, წარმატება ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაგყვებათ.

თხის რქა

შესაძლოა, საქმიანი წინადადებით დაგიკავშირდნენ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, მოსალოდნელი შედეგები უნდა გათვალოთ. ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. სამუშაო ბევრი გაქვთ და ისე გაღიზიანებთ, როგორც არასდროს.

მერწყული

შესანიშნავი დღეა ხელოვნებისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის - ზედმეტად დაბნეული ხართ და ყურადღების მოკრეფა გიჭირთ. არ არის გამორიცხული, რომ უახლოესმა მეგობარმა იმედი გაგიცრუოთ. სავარაუდოდ, ფინანსური სირთულეები გელით, მაგრამ ნუ ინერვიულებთ - ეს დიდხანს არ გაგრძელდება. გირჩევთ, საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

თევზები

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და მოულოდნელი უსიამოვნებით დაგამახსოვრდებათ. მთელი ყურადღება საყვარელ ადამიანებზე გაქვთ გადატანილი და ხშირად საკუთარი თავი გავიწყდებათ. გირჩევთ, მეტი დრო დაუთმოთ საოჯახო საქმეებს და ნაკლები - ოჯახის წევრებთან საქმის გარჩევას.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„პირველად ჩემს ცხოვრებაში, მინდა რაღაცა საკუთარ თავზეც ვთქვა...“ - რას წერს ირმა ინაშვილი

🎥 „დედამ დამიბარა, რომ შენ უნდა იყო დათიკოს მამაო... სულ ვუვლიდი, არ ჰქონდა შეგრძნება, რომ მშობლები აქ არ ჰყავდა“ - დათის ძმა

🎥 „ჩემი მარტო პაპა, მიდის დასასრულისკენ. იმედი მაქვს, ძალიან არ იწვალებს“ - გიორგი სუხიტაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს