
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
♈ვერძი
შესანიშნავი სიახლეებია, მაგრამ ეცადეთ, რეალობის გრძნობა და გონიერება არ დაკარგოთ. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა ნებისმიერ გაუგებრობას უშველის. განათლების სფეროში დასაქმებულმა ვერძებმა შესაძლოა, მოგებიანი კონტრაქტები დადონ. ეცადეთ უფროსთან ურთიერთობის დროს ემოციები აკონტროლოთ.
♉კურო
ამ დღეს შედეგის მისაღწევად სიბრძნე და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. თუ შესაძლებელია, რამდენიმე დღით გადადეთ მივლინება. სასურველია, რომ ყველა აუცილებელი საქმე დღის პირველ ნახევარში დაასრულოთ და საღამოს სტუმრების მოსვლისთვის მოემზადოთ.
♊ტყუპები
შესაძლოა, ვიღაცამ ძველი ვალი დაგიბრუნოთ ან ძვირფასი საჩუქარი გაჩუქოთ. ეცადეთ, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ, განსაკუთრებით, კვების დროს. საღამოს საოჯახო საქმეები გელით.
♋კირჩხიბი
ეცადეთ საკუთარი ილუზიების ტყვედ არ იქცეთ და თავი არ მოიტყუოთ. საქმე, რომელიც სრულიად უიმედო გეგონათ, ნაყოფს გამოიღებს. ემოციები აკონტროლეთ, რომ ოჯახში კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მოერიდეთ გადაღლას და ეცადეთ, ღამე ადრე დაიძინოთ.
♌ლომი
დილიდან გაღიზიანებული ხართ და მცირე უსიამოვნებაზეც „ფეთქდებით“. ნუ ნერვიულობთ, წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. სამსახურში ბოლოდროინდელი მიღწევების შემდეგ სრული უფლება გაქვთ, რომ ხელფასის გაზრდა მოითხოვოთ. გამორიცხული არ არის შეხვედრა გავლენიან ადამიანებთან.
♍ქალწული
ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი რთული საქმის დაწყებისთვის. შესაძლოა, საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა გსურთ, მაგრამ სასურველია, რომ ამის შესახებ რჩევა ახლობელ ადამიანებს ჰკითხოთ. საქმე, რომელშიც დიდი ფული და ენერგია ჩადეთ, მოგებას მოგიტანთ.
♎სასწორი
ეს დღე სასიყვარულო განცდებს, იმედგაცრუებასა და ინტრიგებს უკავშირდება. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა უჩვეულოდ ვნებიანი იქნება. არახელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის. გირჩევთ, უფროსთან ურთიერთობის დროს ემოციები აკონტროლოთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵იყავი გამბედავი, პირდაპირი და შემტევი - ვისი იღბლიანობა გაიზრდება დღეიდან ოქტომბრის ბოლომდე?
🔵„ჩემი ცხოვრების, სიცოცხლის და ორგანიზმის ნახევარი მტკივა“ - დათის ძმის ემოციური პოსტი
🔵„უფალს მხოლოდ რჩეულები მიჰყავს“ - დიდი ტრაგედია ქართველი პოლიტიკოსის ოჯახში