Digest Logo

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1652209785
11 - 11

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

♈ვერძი

ეს დღე ხელსაყრელია თვითგანათლებისა და ზოგადი მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის. მეგობრის რჩევა გაითვალისწინეთ - ის პირადი ცხოვრების რომელიღაც პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.

♉კურო

ბიზნესის სფეროში დასაქმებულ კუროებს ეს დღე წარმატებას მოუტანს, თუმცა ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

♊ტყუპები

უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში პრობლემები გელით - მშობლებს თქვენი გადაწყვეტილება არ მოსწონთ და მათ დარწმუნებას აზრი არ აქვს. არ არის გამორიცხული, რომ უახლოესმა ადამიანმა იმედი გაგიცრუოთ. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან ურთიერთობის დროს.

♋კირჩხიბი

ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. მთელი ყურადღება საყვარელ ადამიანებზე გაქვთ გადატანილი და დროის უმეტეს ნაწილს მათზე ზრუნვას უთმობთ. თუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას გეგმავთ, ეცადეთ, დაფიქრებით იმოქმედოთ, რათა ღია ცის ქვეშ არ დარჩეთ. სავარაუდოდ, ახალი სიყვარული გელით.

♌ლომი

ეს დღე თამამი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს მანამ, სანამ ძველ საქმეს არ დაასრულებთ. დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი გამოიწვიოს. თქვენი ახალი ნაცნობობა, დიდი ალბათობით, მეგობრობაში გადაიზრდება.

♍ქალწული

გირჩევთ, ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ დაგეგმოთ. გავლენიანი ადამიანები დაწინაურებაში დაგეხმარებიან. უცნაურია, მაგრამ რაც უფრო რთულია თქვენი დავალება, მით უკეთ უმკლავდებით. ეცადეთ, საღამოს კარგად დაისვენოთ. სასურველია, რომ ძილის წინ, დაძაბულობის მოსახსნელად, თბილი აბაზანა მიიღოთ.

განაგრძეთ კითხვა:

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს არც პუტინთან აქვს რაიმე კავშირი და რუსეთთანაც წლებია შეხება აღარ ჰქონია“ - ხათუნა ხოფერია

🔵„იმოქმედეთ გააზრებულად, რადგან დღეს დაშვებული შეცდომა აუცილებლად მოგვიანებით შეგახსენებთ თავს“ - ცაგარელი

🔵საქართველოში +28 გრადუსამდე დათბება