Digest Logo

ვრცელდება კორონავირუსის ახალი შტამი, რომელსაც ტესტებით ვერ ადგენენ

1642873754
კორონა

ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი, BA.2 გამოჩნდა. ახალი მუტაციის 400-ზე მეტი შემთხვევაა უკვე გამოვლენილია ბრიტანეთში.

მეცნიერები ახლა სწავლობენ, ეს არის „ომიკრონის“ ქვე ჯგუფი თუ სრულიად ახალი და უფრო აგრესიული ჰიბრიდი.

ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანელი ექიმები ამბობენ, რომ ინფექციის დადგენა მოქმედი ტესტებით, გაცილებით რთულია, ვიდრე სხვა შტამების.

მხოლოდ საფრანგეთში ბოლო 24 საათში ვირუსი ნახევარ მილიონამდე ადამიანს დაუდასტურდა.

პრევენციულ ზომებს იღებს შეერთებული შტატები, სადაც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გამოაქვეყნა იმ 22 ქვეყნის ჩამონათვალი, სადაც ამერიკელებს პანდემიის გამო გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. მათ შორისაა ისრაელი, ავსტრალია, არგენტინა და ეგვიპტე.

გარდა ამისა, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ჩაატარა კვლევა, რის მიხედვითაც დგინდება, რომ ვაქცინა "ომიკრონის" წინააღმდეგ ეფექტურია, განსაკუთრებით კი "ბუსტერ" დოზით აცრის შემთხვევაში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ავარიაში მოყვა, მარტო იყო...“ - ვისზე წერს თეონა ცხომელიძე

🔵დაათვალიერეთ, ე.წ. კანონიერი ქურდის ზაქარია კალაშოვის მდიდრული სასახლე

🔵VIDEO: „დღევანდელ დღეს წავიდა... მოუნელებელი ტკივილი და უსაშველო მონატრება“ - ინგა გრიგოლია ლევან ჩხაიძეზე

🔵„მშვიდობით“ - პირველი ქართველი მილიონერი გარდაიცვალა

🔵„სული გამეყინა... როგორ დავიჯერო, რომ აღარ ხარ“ - ღუდუშაურის კლინიკის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა

🔵„ომიკრონმა სახით მათრია“ – გიორგი ჯანელიძე კოვიდს ებრძვის