Digest Logo

„ვინც კიდევ საუბრობთ, რომ რუსეთი ომს მოიგებს, კარგად გადახედეთ ამ გრაფიკს“ - გიორგი ფხაკაძე

1660733167
გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომს სტატუსს უძღვნის და რუსეთის ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით აცხადებს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს.

ფხაკაძე რუსეთში არსებულ ეპიდვითარებაზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტი გავრცელდა, რომელიც დღეში, ოფიციალურად, 30 000-მდე ადამიანს აავადებს:

„რუსეთის ეკონომიკა 12,04%-ით იკუმშება წელს.

ამ გრაფიკის შექმნის შემდეგ, კიდევ შემცირდა 1.78 ტრილიონამდე.

გაისად 1.6 გახდება.

მაზეგ წელს კი 1.4.

და ეს ეკონომიკა ფიქრობს, რომ მოიგებს ომს?!

ვინც კიდევ საუბრობს, რომ რუსეთი მოიგებს ომს უკრაინაში, კარგად გადახედეთ ამ გრაფიკას.

ამას ემატება ის, რომ რუსეთში დაიბადა „რუსული“ კოვიდის ვარიანტი და დღეში ოფიციალურად 30 000-მდე ადამიანი ინფიცირდება და, რეალურად, ამ ციფრს ერთი 0 უნდა დაუმატოთ…

უკრაინა რომ გაიმარჯვებს, ამისი ორი აზრი არ არის და ეს გამარჯვება ასევე იქნება საქართველოს გამარჯვება“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მხოლოდ ეს კადრი მახსოვს ბოლო, ცოცხალი ჩემი შვილის... მოდიოდა თან ახალგაღვიძებული, გაბუტული, თმებდატალღული, ჯლაგუნა ნაბიჯებით და თმები აუდიოდა - ჩაუდიოდა ჩქარი სიარულისგან...“ - ლანა ნიკოლეიშვილი

🔵„არ ღირს სხვათა განკითხვა და გაკიცხვა - თავი შეიკავეთ ყვირილისა და ჩხუბისგან“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„ჩემს ფოტოს დებდნენ მამა გაყიდაო, ჩააბარა, გადააგდოო“, მძიმედ გადავიტანე ეს, მაგრამ, ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე“ - ნანიკო ხაზარაძის რთული გადაწყვეტილება