Digest Logo

„ვაქცინირებულებში პოსტკოვიდური მდგომარეობა 50%-ით მცირდება“ - გიორგი ფხაკაძე

1638963754
 გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა, რომელიც პოსტკოვიდურ გართულებებს ეხება. 

მისი თქმით, აცრა არის ერთ-ერთი ბერკეტი, რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

„იმისთვის რომ ჩვენი იმუნური სისტემა იყოს ძლიერი, ყოველი 5 თვის შემდეგ უნდა გავიკეთოთ ბუსტერი. ბუსტერით ჩვენ ვირუსს არ მივცემთ საშუალებას განვითარების. ჩატარებულმა კვლევამ გვაჩვენა ერთი რამ, ადამიანები ვინც არიან ვაქცინირებულები მაგრამ დაინფიცირდნენ, ამ ადამიანებში პოსტკოვიდური მდგომარეობა 50%-ით მცირდება. ეს არის უდიდესი ახალი ამბავი.

ჩვენ ვიცით, რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა არის ის რთული პროცესი, რომელსაც ადამიანები გადიან კოვიდის შემდეგ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აცრა არის ერთ-ერთი ბერკეტი, რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ეს არის ურთულესი მდგომარეობა, რომელიც 200-მდე სხვადასხვა ტიპის სიმპტომს უტოვებს ადამიანს. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენი მეგობრების უფლებებს“, - აცხადებს გიორგი ფხაკაძე

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„1-ლი თებერვლამდე ვინც არ აიცრება დაჯარიმდება 4000$-ით“ - გიორგი ფხაკაძე

🔵ორჯერ ვაქცინირებული გარდაიცვალა, საქართველოს ჯანდაცვას თუ ვკითხავთ გეტყვიან კოვიდითო, არადა გარდაიცვალა იმიტომ, რომ...  – რას წერს იაგო ფრანგიშვილი

🔵გაციება თუ კოვიდი? როგორ ვუმკურნალოთ და განვასხვაოთ - ექიმის რჩევები

🔵VIDEO: გადაცემის ჩაწერისას ქალმა გონება დაკარგა - პირველადი დახმარება მას ბიძინა კულუმბეგოვმა აღმოუჩინა

🔵კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი – ბიძინა კულუმბეგოვის საგანგაშო განცხადება